x
image
sunshine
პენელოპა კრუსი ორსულობას მალავს

38 წლის მსახიობი პენელოპა კრუსი სტუმრადაა მულთან მადრიდში. ყოველ დღე ლამაზმანი პე, იცმევს ყოველდღიურ
„სარაფანს“ და მიდის ადგილობრივ ბაზარში, ახალი ხილის შესაძენად. მართალია მსახიობს ჯერ კიდევ არაფერი უთქვამს მეორე ორსულობის შესახებ, მაგრამ თანდათან მისი მუცელი შესამჩნევი ხდება. კრუსი ცდილობს დამალოს პაპარაცების
ფოტოაპარატებისგან მისი მომრგვალებული მუცელი ფარფარა მაისურებითა და კაბებით.

პირველი შვილის, ლეოს, გაჩენის შემდეგ პენელოპამ კარიერაში შესვენება აიღო და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. მას ძალიან მოეწონა თავისი თავი უბრალო დიასახლისი როლში. „მე დიასახლისი ვარ და ეს საუკეთესო საქმიანობაა მსოფლიოში“- აცხადებს მსახიობი.

ჯერჯერობით პენელოპა ჩამოშორდა მის საქველმოქმედო ფონდსაც, რომელსაც ახლა თვალყურს მისი მეუღლე, მსახიობი ჰავიერ ბარდემი ადევნებს.



imageimageimageimageimageimageimageimageimage







1
413
1-ს მოსწონს
ავტორი:sunshine
sunshine
413
  
2012, 28 ივლისი, 21:08
არ ამხელს თორე ჩემგანაა
0 1 1