x
დახასიათება თვის მიხედვით

image

ჩემთვის 100%-ით ზუსტია ეს დახასიათება და ვნახოთ, იქნებ თქვენზეც დაემთხვეს.












იანვარი

უყვარს ურთიერთობა, უყვარს ის ადამიანი, ვინც სიყვარულს აგრძნობინებს, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.ურთიერთობს მეგობრებთან, როგორც მსოფლიოში ყველაზე გამორჩეულ ადამიანებთან.გაბედული და უშიშარია.ამ ადამიანს ადვილად სწყინს, მაგრამ მალევე ავიწყდება წყენა.მეოცნებეა, არ სურს საკუთარი ემოციების კონტროლი.ვერ ჭვრეტს მომავალს...

თებერვალი

აბსტრაქტულად მოაზროვნე ადამიანია, რეალური ცხოვრებით ცხოვრობს, ჭკვიანია, ყოველთვის განსხვავებულია.მიზანდასახულია, შეუძლია ჰყავდეს რამდენიმე საუკეთესო მეგობარი, უყვარს თავისუფლება, ტემპერამენტიანი და სამართლიანია.ადვილად ბრაზდება, მაგრამ არ იმჩნევს.არ უყვარს უბრალო ნივთები, უყვარს მეგობრობა, მაგრამ იშვიათად ჩანს მის საქციელში, შინაგანად რომანტიკულია.ცრუმორწმუნე და სასაცილოა.


მარტი

ჯიუტები, ფეთქებადი ხასიათის და მიზანდასახულები.ხშირად ეცვლება ხასიათი, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა.ისწრაფის პირველობისკენ, უყვარს ლიდერობა.არის ძირითადად ხელოვნების და ძლიერი პროფესიის მოყვარული.არის პირდაპირი და თამამი, მაგრამ უჭირს ადვილად გადაწყვეტილების მიღება.ადვილად ბრაზდება და უჭირს პატიება.არიან ძალიან ნიჭიერები.


აპრილი

აქვს იუმორის გრძნობა, ჯიუტია.უყვარს ლაპარაკი.კეთილია, გულისხმიერი და კარგად ეწყობა სხვებს. საკუთარ თავში დარწმუნებულია, მგრძნობიარეა, დადებითი მუხტის მატარებელია, აქვს მდიდარი ფანტაზია და კარგი მახსოვრობა., მცოდნე და ჭკვიანი ადამიანია.უყვარს ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა საკითხებზე.


მაისი

ძალიან სექსუალურია, უყვარს თავისი საქმე.აქტიური და მოძრავია, ადვილად იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ხშირად ნანობს მათ. გამორჩეულია, უყვარს ყურადღება, ადამიანებს ეხმარება პრობლემების გადაწყვეტაში, უშიშარია.საკმაოდ ბევრი მეგობარი ჰყავს.ემოციურია და ჯიუტი, აქვს კარგი მახსოვრობა.


ივნისი

უყვარს სიახლეები, ჩაკეტილია, ძნელად ერკვევა საქმეში, აქვს თავის რწმენა, ტაქტიკურია, პოპულარული.შეუძლია სხვების მართვა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურადაც.უყვარს მარტოობა, არასოდეს არ ეძებს მეგობრებს, არ არის აგრესიული.უყვარს "საყვარლად" ყოფნა.


ივლისი

ბედნიერება--> თითქმის ეს ადამიანია. უყვარს ახალი მეგობრების ძებნა. ფლირტის ოსტატია, ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ცნობილი მსახიობი გახდეს.


აგვისტო

ექსტრავაგანტულია, რისკიანი.უყვარს ყურადღება.აკონტროლებს საკუთარ თავს, არ აინტერესებს არავინ, დარწმუნებულია თავის შესაძლებლობებში. უყვარს სიმღერა და ლაპარაკი.მოთამაშეა, ცნობისმოყვარე, ჯიუტი და მებრძოლია.


სექტემბერი

არის მოწესრიგებული, ნიჭიერი, უყვარს წიგნები.საქმეს უდგება ცივი გონებით, არის ძლიერი ხასიათის.შრომის მოყვარე და მონდომებული.არის ცივი, კრიტიკული, სიტყვაძუნწი. უყვარს მოგზაურობა, წყნარ ადგილებში ყოფნა, განმარტოება.ძნელად უყვარდება, მაგრამ თუ შეუყვარდა დიდხანს რჩება ეს გრძნობა.


ოქტომბერი


მოსწონს გართობა, უყვარს სპორტი, მუსიკა, მოგზაურობა.ჯიუტია, უყვარს ბევრი ლაპარაკი.მოსწონს საკუთარი თავი. არის თბილი და მოსიყვარულე.ყურადღებიანია და იგივეს ითხოვს სხვისგანაც.


ნოემბერი

დაუნდობელი და მკაცრია, უყვარს ყურადღება.ძალიან ღრმა გრძნობები აქვს.ლამაზია ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.სისტემატურია, უყვარს ოცნება.უყვარს ლიტერატურა და ხელოვნება.აგრეთვე მოგზაურობა.არ უყვარს სახლში მარტო ყოფნა, ძნელად უყვარდება ადამიანი, დიდი სულის პატრონია.



დეკემბერი

ლამაზია, ძლიერი კონკურენტია ყველაფერში, აქტიურია თამაშებში.ამბიციურია. იშვიათად ლაპარაკობს, ძნელად ხვდება საქმის შინაარსს, აქვს კრეატიული იდეები.მგრძნობიარეა, სწრაფი მოაზროვნეა.

29
2744
11-ს მოსწონს
ავტორი:KaTa
KaTa
2744
  
2015, 17 ნოემბერი, 21:36
სრულიად ვეთანხმები!! სექტემბერში ვარ დაბადებული და ზუსი მე ვარ
2013, 25 იანვარი, 1:28
სასწორებს ბევრ ლაპარაკს გამოვაკლებდი, რადგან არ მგონია ჩემზე ნაკლებს ვინმე ლაპარაკობდეს:) დანარჩენი ყველაფერი ემთხვევა +
2012, 3 ოქტომბერი, 8:02
ივლისი 0%
2012, 5 სექტემბერი, 10:56
ნამდვილადდდდ
2012, 3 სექტემბერი, 19:50
კი,მართალია,ვერძი ვარ
2012, 2 სექტემბერი, 19:49
ძალიან კარგი ))
2012, 2 სექტემბერი, 19:42
სასიამოვნოა ფრიად!! მეც "თევზები" ვარ
2012, 2 სექტემბერი, 19:15
კი,თევზები ვარ ))
2012, 2 სექტემბერი, 19:02
თევზები ხართ?
2012, 2 სექტემბერი, 18:59
კი ნამდვილად. მეც მარტში ვარ ))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10