x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ავსტრალიაში სანათურიდან პითონი გამოძვრა, როცა ბავშვები ძილის წინ კბილებს იხეხავდნენ

image


მათ, ვისაც გველების, ობობებისა და სხვა მსგავსი ცოცხალი არსებების მხოლოდ ხსენებაც კი, წარმოუდგენელ პანიკაში აგდებს, ავსტრალიიდან საკმაოდ შორს უნდა იცხოვრონ. და ეს საოცარი ამბავიც ამის ნათელი დასტურია.



image


ძმები სააბაზანოში ძილის წინ კბილებს იხეხავდნენ, როცა საოცარი სურათის მომსწრე გახდნენ... ზუსტად მათ თავზე უზარმაზარი გველი ეკიდა, რომელიც სავარაუდოდ ჭერის სანათურიდან გამოძვრა.


image


შეშინებული ბავშვების მშობლებმა სასწრაფოდ ქვეწარმავლების დამჭერი გამოიძახეს, რომელმაც დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე პანიკაში ჩავარდნილი ოჯახის წევრები დააწყნარა და განუმარტა, რომ პითონის ეს სახეობა ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. გველის დამჭერის აზრით, სავარაუდოდ, ქვეწარმავალი სანათურთან ახლოს სითბოში იწვა და ის შიგნით შემთხვევით ჩავარდა.


image


როგორც ცნობილია, ავსტრალიის ყოველ მესამე სახლში გველები ბინადრობენ, რომლებიც ძირითადად სხვენზე ან სახურავზე ცხოვრობენ, თუმცა, სახლში მასპინძლებს საკმაოდ იშვიათად სტუმრობენ.




0
386
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
386