შოუბიზნესი "მაქსიმუმ 25“: ინტერნეტსივრცეში იმ გოგონების დიაგრამა გამოჩნდა, ვისაც დიკაპრიო ხვდებოდა 2019, 18 აგვისტო, 0:14 ინტერნეტ გამოცემა - "Reddit"-ის ერთ- ერთმა მომხმარებელმა, საზოგადოებას საინტერესო, მაგრამ არც თუ სერიოზული კვლევა შესთავზა, რომელიც ჰოლივუდის ყველაზე სასურველ სასიძოს ლეონარდო დიკაპრიოსა და მის საკმაოდ მრავალრიცხოვან სასიყვარულო თავგადასავლებს ეხება. შრომატევადი მუშაობის შედეგად ინტერნეტ - მომხმარებელმა დაასკვნა, რომ მსახიობი უპირატეობას 25 წელს ქვემოთ ასაკის ქალბატონებს ანიჭებს.დიაგრამა ნათლად აჩვენებს, თუ რომელ ასაკში ხვდებოდა ჰოლივუდელი გულთამპყრობელი კონკრეტულ ქალბატონს.როგორც წარმოდგენილი მონაცემებით ირკვევა, ლეოს ასაკით ყველაზე პატარა შეყვარებული ბრაზილიელი სუპერმოდელი - ჟიზელ ბიუნდხენი იყო. ის ჰოლივუდის ვარსკვლავს, 18 წლის ასაკში ხვდებოდა.
ლეონარდოს ყველაზე "ასაკოვანი" მეგობარი გოგონები ახალგაზრდა ლამაზმანი მოდელები - ბარ რაფაელი, კელი რორბახი და ნინა აგდალი იყვნენ. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ყველა ამ ქერა გოგონასთან ურთიერთობა, მსახიობმა მაშინ დაასრულა, როცა მოდელები 25 წლის იყვნენ.
ლეონარდო დიკაპრიოს ამჟამინდელი შეყვარებული ასევე ძალიან ახალგაზრდაა, და რაღა თქმა უნდა, ისიც მოდელია, თუმცა - ქერა არ არის. 22 წლის კამილა მორონე მსახიობს უკვე ორი წელია ხვდება. თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ წყვილი უახლოეს მომავალში დაქორწინებასაც აპირებს. |