x
image
კატაპულტი
სოფელ გუგუტიანთკარში მოსახლეობა საკუთარ სახლებს ტოვებს, გორის მერი კი ზღვაზე ისვენებს
image


რუსი სამხედროები 2008 წლის შემდეგ გამუდმებით ავიწროვებენ ქართულ მოსახლეობას. ვლადიმერ პუტინი ნაბიჯ-ნაბიჯ, მავთულხლართებით მოიწევს საქართველოს შუაგულისკენ.ბოლო ასეთი უკანონო შემოჭრა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გორის რაიონის სოფელ გუგუტიანთკარში დაფიქსირდა. აღნიშნული ქალაქ გორიდან 32 კილომეტრში მდებარეობს.




რუსმა სამხედროებმა სოფელი ორ ნაწილად გაყვეს “საზღვრის" მიღმა დარჩენილ მოსახლეობას 3 დღე მისცეს სახლების დასაცლელად. ამასთან, შესაძლოა ქართულმა მხარემ ვეღარ გააკონტროლოს სოფლის სასმელი და სარწყავი წყლის სათავე.


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ ყველა შესაძლებლობა გამოიყენეს, რათა თავიდან აიცილონ ვითარების ესკალაცია, საქმეში ჩართულია საერთაშორისო საზოგადოება. image
მინისტრის მოადგილის თქმით, დიპლომატებმა საკუთარი თვალით ნახეს ოკუპაციის შედეგები და თავიანთი სახლებიდან დევნილი მოსახლეობა.



რაც შეეხება ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებას ამ ფაქტის მიმართ, ამის გარკვევას რეგიონული საინფორმაციო ცენტრი Qartli.ge

შეეცადა და გორის მერისაგან ბევრისთვის უცნაური პასუხი მიიღო.მისი განცხადებით, ის შვებულებაში იმყოფება და საქმეს ადგილზე სამსახურში გამოსვლის შემდეგ გაეცნობა.

კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულებას გონიოში ატარებს.

სოფელ გუგუტიანთკარის მოსახლეობისათვის ეს განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა, ისინი ხომ თავს ისედაც დაუცველად გრძნობენ.


აღნიშნულთან დაკავშირებით, ანტისაოკუპაციო მოძრაობა “სირცხვილია"-ს წევრებმა გორში ქალაქის მერიის შენობასთან აქცია გამართეს. ორგანიზატორების განცხადებით, ოკუპაცია ყველას გვეხება და მერის ასეთი ქცევა მიუღებელია.



ასევე საინტერესოა:

გორისა და ცხინვალის სოფლებში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის

2008 წლის ომის უცნობი დეტალები – მწარე სიმართლე

10 ცნობილი ქართველი, რომელიც გორში დაიბადა

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0