ქალი და მამაკაცი რა სურთ სინამდვილეში მამაკაცებს ქალებისაგან?! ( 10 რჩევა ქალებს) 2019, 16 აგვისტო, 17:26 მდედრობითი სქესის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მამაკაცისათვის უმთავრესია კუჭი და სექსი. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კაცებმა თავადაც არ იციან რა სურთ. დადგინდა, რომ არსებობს რამდენიმე პუნქტი, რომელიც მამაკაცების უმრავლესობას სურს ქალში აღმოაჩინოს.
1. თავდაჯერებულობა. მამაკაცებს მოსწონთ თავდაჯერებული, საკუთარ თავში დარწმუნებული მდედრობითი სქესის წარმოამდგენლები. 2. ბუნებრივი იერსახე. კაცების უმრავლესობა ძალიან აფასებს ბუნებრივ სილამაზეს, მაგალითად, სახეზე ჩამოშლილი თმა უფრო მიმზიდველია მათთვის, ვიდრე სალონში გასწორებული. 3. უკომპლექსობა სექსში. ნუ დაიმარხავთ თქვენს სურვილებს გულში, ეს უფრო გაახარებს თქვენს პარტნიორს. 4. აქტიურობა. მამაკაცებს ხშირად იზიდავთ, როდესაც საწოლში ქალი იღებს ინიციატივას ხელში. 5. უსარგებლო საუბრები. მამაკაცებს ძალიან აღიზიანებთ უსარგებლო ჭორაობა ვინმეზე, ამისთვის დაქალი არსებობს. 6. გულახდილობა. იყავით საყვარელ მამაკაცებთან გულახდილი, ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ ამ თვისებას. 7. საკუთარი ხელით მომზადებული კერძი. მოუმზადეთ თქვენს მამაკაცს მისი საყვარელი კერძი, ამით ის ნამდვილად აღფრთოვანებული დარჩება. 8. თავისუფლება. მიუხედავად, მდედრობით სქესთან მჭიდრო ურთიერთობისა, მამაკაცები ხშირად მათ გარეშე ამჯობინებენ მეგობრებთან გართობას. ნუ დაუშლით მათ ამ სიამოვნებას, უბრალოდ ყურადღებას ნუ მოადუნებთ, არსად “გაძვრეს". 9. ცვლილებები. თუ თქვენს გარეგნობაში ან ჩაცმულობის სტილში რაიმე ცვლილებას აპირებთ, უმჯობესია ამაზე თქვენს საყვარელ მამაკაცს ჰკითხოთ აზრი. 10. “მადლობა". ხშირად უთხარით მადლობა მამაკაცებს, თუნდაც მაშინ, როდესაც ის საყიდლებიდან დატვირთული დაბრუნდება ან სახლში ფარდების დაკიდებაში მოგეხმარებათ.
ასევე საინტერესოა:
ეჭვიანობაში მეტი სიყვარული იმალება, ..." (საინტერესო გამონათქვამები)
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ პრეზერვატივების შესახებ
290 1-ს მოსწონს
|