მაკიაჟი და ვარცხნილობა თმის 9 ფერი,რომელიც შესამჩნევად აახალგაზრდავებს 2019, 16 აგვისტო, 15:04 ამბობენ, რომ როცა ქალი თმის ფერს იცვლის, ის გარკვეულწილად ცხოვრების წესსაც იცვლის. ბევრი ფერია, რომელიც ქალს მომხიბვლელობას მატებს, მის მომხიბვლელ ნაკვთებს ხაზს უსვამს და უფრო ახალგაზრდულ იერს სძენს. სწორედ ასეთ 9 ფერს გაგაცნობთ ახლა, რომელიც ძალიან პოპულარულია სილამაზის ინდუსტრიაში და ყველა ქალს მოუხდება.
1.ცხარე ჯანჯაფილი აქტუალური ფერების სიაში ისევ საპატიო ადგილი უკავია წითელის ტონს-ცხარე ჯანჯაფილს, როგორც ფოტოზე აქვს ჯესიკა ჩესტეინს. 2.რძიანი ჩაი ნაზი ფერი, რომელსაც რძიანი ჩაის სახელწოდება აქვს, ბეჟის ტონალობაა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ვერც თბილ გამას მივაკუთვნებთ და ვერც ცივს. ეს ფერი აზიიდან შემოვიდა მოდაში. 3.მარწყვის ქერა არც წითელია, არც ქერა და არც ვარდისფერი. აღნიშნული ფერი ამ ტონებს შორისაა და პრაქტიკულად ყველას მოუხდება, რადგან უფრო ახალგაზრდულ და ქორფა იერს ანიჭებს სახეს. 4. თმა სამოსის ფრად ამ სეზონზე ეს ტრენდი აქტუალურია. ყოველდღიურ ღებვას თმები ნამდვილად ვერ გაუძლებენ, მაგრამ შეგიძლიათ თმის მაკიაჟის ერთჯერადი საშუალებები გამოიყენოთ და ვარცხნილობის ფერი სამოსს შეუხამოთ. 5.მარჯანი მარჯნისფერი ამ წელს აქტუალურია, როგორც ჩვენს გარდერობში, ისე თმის ფერებში. ის ნარინჯისფერ-ვარდისფერის სინთეზს წარმოადგენს, პოზიტიურია და თვალსაც ახარებს. 6. შავი გაიხარეთ, ბრიუნეტებო! მოდაში შავი ფერი ბრუნდება! მაგრამ მთავარი პირობაა მოვლილი და ბრწყინვალე თმა. 7.პლატინისფერი ქერა პლატინისფერი კვლავ იმყარებს პოზიციებს.იმისთვის, რომ ფერი უფრო მსუყე და გამოხატული იყოს, სტილისტები ომბრეს, შატუშს და სხვა ტექნიკას მიმართავენ. 8.კრემისფერი ქერა კრემისფერი ქერა დიდი ხანია პოპულარობას ინარჩუნებს.ეს ფერი იერს სიმსუბუქეს და ჰაეროვნებას მატებს. ძალიან ეფექტურია გარუჯულ კანზე.თუ მსუბუქად დაიხვევთ, 5-10 წელი ვიზუალურად მოგაკლდებათ. 9. გარგარი ამ ფერს მზის კოცნა შეიძლება ვუწოდოთ. იერს სიმსუბუქეს, სიქორფესა და საზაფხულო განწყობას სძენს. კარგად გამოიყურება როგორც გრძელ, ისე მოკლე თმაზე. 3524 შეფასება არ არის
|