სხვა "გარშემო უცებ ყველაფერი დაბნელდა" - ვეშაპმა აფრიკელი დაივერი გადაყლაპა და ისევ უკან გადმოაგდო 2019, 16 აგვისტო, 12:03 50 წლის სამხრეთ აფრიკელი დაივინგის მწვრთნელი შეიძლება ითქვას, რომ იღბლიან ვარსკვლავზეა დაბადებული. მისი ერთ - ერთი, მორიგი წყალქვეშა გასეირნება შესაძლებელი იყო რომ სავალალოდ დასრულებულიყო. უბედურებას არაფერი მოასწავებდა, როცა რაინერი ნაპირთან ახლოს, უკვე კარგად ნაცნობ "მეგობრებთან" - ზვიგენებთან, დელფინებთან და ვეშაპებთან ახლოს ყვინთავდა, როცა უცებ მის გარშემო ყველაფერი დაბნელდა და ეს, ტალღა ნამდვილად არ იყო. რამდენიმე წამში გამოცდილი დაივერი მიხვდა, რომ ის ბრაიდის ზოლიანმა ვეშაპმა გადაყლაპა.ვეშაპის ეს სახეობა ზღვის სამეფოში თავისი მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. რაინერი დარწმუნებულია, რომ მას ეს მიზანმიმართულად არ გაუკეთებია, სავარაუდოდ, მამაკაცი ძუძუმწოვარა ცხოველის ყბაში სწორედ იმ დროს მოხვდა, როცა ზღვის გიგანტი თევზის მორიგ ულუფას ყლაპავდა. "მე არ მქონდა საკმარისი დრო რაიმე ემოცია გამომეხატა ან თუნდაც შიში მეგრძნო, უცებ მივხვდი თუ რა შეიძლებოდა რომ მომხდარიყო და უბრალოდ სუნთქვა შევიკავე, იმ იმედით, რომ ის მალევე უკან ოკეანეში სადმე გადმომაგდებდა, "- ჰყვება რაინერ შიმპფუ. მწვრთნელის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ვინაიდან როგორც ცნობილია, ბრაიდის ზოლიან ვეშაპებს სუნთქვის შეკავება 15 წუთის განმავლობაში, 300 მეტრის სიღრმეზეც კი შეუძლია.
საბედნიეროდ, ვეშაპი სწრაფად მიხვდა თავის შეცდომას და უჩვეულო "ნანადირევი" წყალში უკან, მალევე გადმოაგდო. მამაკაცის კოლეგა - დაივერები, ნავიდან მათ თვალწინ განვითარებულ ამ უჩველო მოვლენას თვალს გაოცებულები ადევნებდნენ, მათ დაინახეს რომ ვეშაპის ყბაში რაღაც საგანი მოხვდა, მაგრამ ის, რომ ეს სწორედ ადამიანი იყო, ისინი მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, როცა რაინერმა უკვე ზედაპირზე გამოცურა, რომელსაც ხელში წყალქვეშა გადაღებისთვის სპეციალური კამერა ეჭირა.50 წლის მწვრთნელი მიღებული შოკიდან მალევე გამოვიდა და ბრაიდის ზოლიან ვეშაპზე არც კი გაბრაზებულა, დაივერი დარწმუნებულია, რომ ვეშაპიც უჩვეულო ნადავლით შეშინებული, არანაკლებ იქნებოდა.2544 შეფასება არ არის |