რა არ უნდა შეგეშალოთ ზურგჩანთის არჩევისას - აუცილებელი წესები, რომ ბავშვს პრობლემები არ შეექმნას ჩანთის ტარებისას
ერთი თვეც და სასწავლო წელი დაიწყება. მშობლების დიდმა ნაწილმა უკვე დაიწყო ნელ-ნელა სასკოლოდ მზადება და ცდილობენ ძირითადი ნივთები შეიძინონ - პენალი, საწერი კალმები, ფანქრები, რვეულები და რა თქმა უნდა, ჩანთა. ბაზარზე საკმაოდ დიდი არჩევანია და თითქოს იოლია სასურველის პოვნა, თუნდაც ვიზუალურად და ჩვენთვის ხელსაყრელი ფასის მიხედვით, თუმცა ძალიან ბევრი დეტალია, რასაც უნდა მიაქციოთ ჩანთის შეძენისას ყურადღება, რომ ბავშვმა ის კომფორტულად ატაროს, ხერხემალი არ დაუზიანოს და სხვა პრობლემები არ შეუქმნას.
მაგალითად,
იცით, რომ აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს ჩანთის ზომა გარკვეულ პარამეტრებს და რომ აუცილებელია, კარგ ჩანთას ჰქონდეს გარკვეული დეტალები, რათა ბავშვის ხერხემალი სათანადოდ იყოს დაცული? მოდით, დეტალურად ვნახოთ, რა კრიტერიუმები შეადგინეს პედიატრებმა და ორთოპედებმა, შემდეგ კი ეს გაითვალისწინეს ბრენდებმა, რომლებიც არა მხოლოდ შემოსავალზე ფიქრობენ, არამედ ხარისხსა და უსაფრთხოებაზეც:
- ცარიელი ჩანთა 700-800 გრამზე მეტს არ უნდა იწონიდეს. მოსწავლემ ჩანთით უნდა ატაროს წიგნები, რვეულები, პენალი და ა.შ. ამიტომ ცარიელი ჩანთა თუ უკვე მძიმე იქნება, წარმოიდგინეთ, უკვე გავსებული რამდენად რთულად სატარებელი იქნება ბავშვისთვის.
- ჩალაგებული ჩანთა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10 პროცენტს. ანუ თუ თქვენი პირველკლასელი შვილი 27 კილოს იწონის, მისი ჩანთა 2 კილოსა და 700 გრამზე მეტი არ უნდა
- იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვს ხერხემლის პრობლემა შეექმნება.
- ჩანთის ზომასაც აქვს მნიშვნელობა. სპეციალისტების აზრით, ჩანთის
- სიგანე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის მხრების სიგანეს.
- ჩანთას უნდა ჰქონდეს ორი განიერი სამხრე და ბავშვმა აუცილებლად ორივე მხარზე უნდა მოიკიდოს ჩანთა, თანაც, ჯობს, სამხრეების დამჭერიც ჰქონდეს ჩანთას, რომელიც კარგად აფიქსირებს სამხრეებს და წონასაც სწორად ანაწილებს ხერხემალზე. თანაც, თითოეული სამხრეს სიგანე 5-სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. უკეთესი ვარიანტია _ 7 სმ. ისიც უნდა იყოს დრეკადი, მაგრამ საკმაოდ მყარი, გამძლე. ყურადღება მიაქციეთ სამხრეების განლაგებას: შორი-შორ განლაგებული მხრიდან ჩამოცურდება. ახლო-ახლო - ბავშვს კისერში წაუჭერს.
- სასურველია ისეთი სასკოლო ზურგჩანთის შერჩევა, რომლის ზურგის ნაწილიც ორთოპედიული იქნება. ასეთი ჩანთის შემთხვევაში, ბავშვის ხერხემალზე ნაკლები დატვირთვა მოდის.
.