x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვინ უნდა იყიდოს ასეთი დავალიანებით ტელევიზია, ვის სჭირდებაო? - თქვენ რისთვის გჭირდებათ თუ ტელევიზია ვალებში იხრჩობა? - ამირან სალუქვაძე
imageგენერალი და ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:



"რ2-თან დაკავშირებით არ ვრეაგირებ ხოლმე, ერთი გარკვეული მიზეზის გამო. თვითონ იციან თავიანთი საქმე, მაგრამ პაატა სალიას დღევანდელ ბრიფინგს გამოვეხმაურები, ძირითადად რ2-ის არქივის გამო და, რაღამც თემას შევეხები, ერთ-ორ მოსაზრებასაც დავაფიქსირებ.


დავიწყებ არქივის თემით, რომელსაც დღევანდელი გადაცემების რესპოდენტები არ იმჩნევენ. ტელევიზიის მთავარი საგანძური არის მისი არქივი. აბა, ჟურნალისტებს, აპარატურას, შენობას, ლიცენზიას, ყველაფერს იყიდი.


თუმცა, როგორც ჩანს, არქივიც მარტივად იყიდება, თან ჩალის ფასად. წარმოგიდგენიათ, რუსთავი2-ის 25 წლიანი არქივი, რამდენ რაიმეს ინახავს და სულ რაღაც 200 ათასად, ისიც ბარტერის გზით?!



ეს ყველაფერი ხდება სტრასბურგის სასამართლომდე 6 დღით ადრე. ე.ი. წაგების მოლოდინი იყო. დანარჩენი ლირიკა და პოლიტიკაა.


სხვა რა, ვალებით რომ იყო სავსე, ყველამ ვიცოდით. დავალიანებები სხვა ტელევიზიებსაც აქვთ, ალბათ. მეორე მხარეა, როგორ გროვდება ეს დავალიანებები სხვადასხვა ტელევიზიებში და ადგილი აქვს თუ არა მაქინაციებს.



ასეთი დავალიანებების დროს 300-500 ათასიანი ხელფასებია გასაკვირი. თუ ტვ ბიზნესია, მაშინ ქამარიც შემისავლებიდან გამომდინარე უნდა შემოიჭირო.


ორი დირექტორი დავალიანებების შესახებ აკეთებენ განცხადებებს. ახალი ამბობს 70 მილიონიაო. ძველმა მეც დამხვდა 30 მილიონიო. 70 მლნ არ უარყო. ე.ი. 30 მლნ დახვდა, 7 წელში 40 მლნ დაამატა. სად წავიდა, რას მოხმარდა, ვინ იცის. მერე სახელმწიფომ უნდა ჩამოაწეროს?!


კითხვებს სვამენ ვინ უნდა იყიდოს ასეთი დავალიანებით ტელევიზია, ვის სჭირდებაო? ლეგიტიმური კითხვაა. თუმცა, იგივე კითხვის შემოტრიალება შეიძლება, - თქვენ რისთვის გჭირდებათ, თუ ტელევიზია ვალებში იხრჩობა და ბიზნესი არ გამოდის?


ცნობილია ვინც აფინანსებდა ამ ბოლოს, ჰოდა, თუ მოგება არ ჰქონდა, რატომ ყრიდა ფულს, მაზოხიზმია?


ერთი რამ ვიცი, თავისუფალი, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზია ყველას გვჭირდება. ოღონდ, ყველასგან თავისუფალი და ყველასგან დამოუკიდებელი, კრიტიკული და არა ნეგატიური, კრიტიკული და არა აგრესიული, განმანათლებელი და არა...


მოკლედ, ჩემი ერთი პოსტი ამ რეალობას ვერ შეცვლის. ჩავლილი მატარებელია. ისე, ხომ გახსოვთ იმედი როგორ დაუბრუნდა მესაკუთრეს? თუ ხალვაში არ მოგწონდათ, დროზე იყო იმათთვის დასაბრუნებელი, ვინც უფრო მოგწონდათ. არქივი კი უნდა უნდა ეკუთვნოდეს რ2-ს."-წერს სალუქვაძე.

image


1
230
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
230
  
2019, 15 აგვისტო, 1:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1