x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
ნარიფონის ხე - ხელოვნური თუ ბუნებრივი?

ალბათ ცხოვრებაში არც ისე ბევრი რამ გინახავთ, მაგრამ წარმოდგენა მაინც გაქვთ თუ რა შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. ბოლო წლებში აქტიურად გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და უცხოურ გვერდებზე ნარიფონის ხის შესახებ სტატიები. ამ შემთხვევით დაინტერესებულმა მეცნიერებმაც პასუხი ბოლომდე ვერ გაგვცეს, მოდით ჩვენც ვისაუბროთ ამ უცნაურ ხეზე, რომელსაც მსოფლიოს უმარავ ქვეყანაში ნარიფოსნ, ზოგგან კი ქალის ხეს უწოდებენ.


შენიშვნა: ქართულ გვერდებზე სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ დევს, დამატებითი კითხვები თუ გაგიჩნდებათ მოიძიეთ ინგლისურენოვან გვერდებზე.


image



ლეგენდის თანახმად, ტაილანდის უფლისწულს ჰყავდა მეუღლე, რომელსაც ძალიან უყვარდა უცნაური ხეები და მცენარეები. განრისხებულმა უფლისწულმა ის ჰიმვანტის ტყეში გააძევა, სადაც უამრავი უცანური სახეობის ხე-მცენარე არსებობდა. დედოფალიც ამ ტყეში ხედ გადაიქცა და ხის ქალებთან ერთად ამ ტყეში მოგზაურობდა, მას ასევე შეეძლო ქალების დაცვა მაგიური ძალებისგან, თუმცა მამაკაცებისთვის ძალზედ საშიშ არსებებად ითვლებოდნენ, რადგან ისინი მამაკაცების სხვადასხვა ორგანოებით იღებდნენ საარსებო ენერგიას.

image




თავი დავანებოთ ლეგენდას და ვისაუბროთ ამ ხის რეალობაზე: ნარიპოლს ასევე ნარიტალას უწოდებენ. ტაილანდსა და შრი-ლანკაში გავრცელებულ მცენარეზე უამარავი მეცნიერული კვლევაა ჩატარებული, გარდა ამისა, სხვადასხვა რელიგიებში არის ხსენებული. ნარიტალას ხე ძირითადად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან 500 კილომეტრის მოშორებით მდებარე პეჩაბონის რეგიონში ხარობს.

image




ჩატარებულ კვლევების შედეგად, ხის რეალურად არსებობაში საკმაოდ დიდი ეჭვებია, რადგან ამ ხის შესახებ ინტერნეტში საკმაოდ მცირედი ინფორმაციაა. ადგილობრივების მტკიცებით, ხე მხოლოდ 20-30 წელიწადში ერთხელ ისხავს და მისი ნაყოფი მლაშე-წვნიანია. შესაძლებელია ჩირის სახით მირთმევაც.


მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ხე ხელოვნურია და უკავშირდება ბუდისტურ რელიგიას. არსებობს ვერსიები, რომლის თანახმადაც მეფე იდრას მეუღლე ამ ხედ გადაიქცა და მის საპატივსაცემოდ უამრავ ტაილანდელს ამ ხის მოვლა უწევს.

image





ერთ-ერთი ჟურნალისტის მტკიცებით, რომელიც ტაილანდის იმ რეგიონში იმყოფებოდა სადაც ნარიტალას ხე ხარობს, მიირთვა ნარიპოლის ხის ნაყოფი და ძალიან მოეწონა მისი გემო. როგორც თავად ციტირებს, ის სრულიად შემთხვევით მოხვდა იმ დროს, როდესაც ხემ ნაყოფი მოისხა, რაც ძალზედ უჩვეულო მოვლენა იყო თვით ადგილობრივებისთვისაც:


"ჩემი ნახვა თავდაპირველად არ მოეწონათ, თუმცა როდესაც მათ ნარიპოლის შესახებ ვკითხე, საკმაოდ დამიახლოვდნენ. ისნი ირწმუნებიან, რომ ხე სიწმინდის ნიშანია და მისი ჭამის შემდეგ, სული ბოროტებისგან განიწმინდება. მე მხოლოდ ხის ერთი ნაყოფი ვნახე და მისი გასინჯვაც მოვახერხე, საკმაოდ გემრიელი იყო მიუხედავად იმისა, რომ სიმლაშე ჰქონდა გადაჭარბებული. ეს მცენარე არ გავდა ხელოვნურს, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული მაინც ვერ წამოვედი." - წერს სოციალურ ქსელში იაპონელი ჟურნალისტი.


image






















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



5 ყველაზე იდუმალი ტყე დედამიწაზე

image



15 ყველაზე შიშისმომგვრელი სანახაობა ჩვენს პლანეტაზე, სადაც მოგზაურობას ნამდვილად არ გირჩევთ!

image



ტიტანობოაზეც უფრო დიდი?! - დედამიწაზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი გველები

image




მამაკაცმა თავის ჭკუაში ლეკვი იყიდა... ნახეთ 2 წლის შემდეგ რა აღმოჩნდა

image




გადარჩენილი კაცობრიობა: ასტეროიდი 2018 GE3

image




ამ დროისთვის 8 ყველაზე დიდი გემი დედამიწაზე

image




მუჰამედ ბინ სალმანი - პრინცი, რომელიც არაბეთის შეცვლას გეგმავს!

image




ტესტი - როგორ მოიქცევით ურთულეს სიტუაციებში? (+პასუხები)

image



1
920
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
920
  
2019, 25 დეკემბერი, 3:17
გსურთ აღმოჩნდეთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1