არქიტექტურა მან საზღვარზე საქანელები დაამონტაჟა, რათა ამერიკელ და მექსიკელ ბავშვებს ერთად თამაში შესძლებოდათ 2019, 13 აგვისტო, 17:26 როცა კედელი - მეგობრობას დაბრკოლებას ვერ უქმნის!როგორც "CNN"- იუწყება ამერიკელმა არქიტექტორმა რონალდ რაელმა საკმაოდ უჩვეულო საქანელები დაამონტაჟა, რომლის ერთი მხარე ამერიკის, მეორე კი - მექსიკის საზღვარზე მდებარეობს. ამგვარად, ხელოვანმა ორ ქვეყანას შორის არსებული ბარიერის "გარღვევა" მოახერხა.
დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიისას მისი ერთ -ერთი მთავარი დაპირება - მექსიკის საზღვარზე კედლის აგება იყო. სწორედ ეს ფაქტი გამოიყენა არქიტექტორმა, რომელმაც თავისი ორიგინალური არტ- პროექტით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა რომ - "ორივე მხარე ერთმანეთთან ყოველთვის ურთიერთკავშირშია - ის, რაც ერთ მხარეს ხდება, ყოველთვის მეორეზეც აისახება".
ვარდისფერი საქანელები, რომელიც რკინის გისოსებს შორის, ამერიკა- მექსიკის საზღვრის გამყოფ კედელშია დამონტაჟებული, დღესდღეობით, ტურისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ფოტომასალაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ერთობიან, "გარღვეული" კედლის მიღმა ბავშვები, ორივე ქვეყნის საზღვარზე. უჩვულო ატრაქციონმა სოციალურ ქსელში გული ათი ათასობით ადამიანს აუჩუყა."სიხარული რომელიც ორივე მხრიდან დავინახე, სამუდამოდ ჩემთან ერთად დარჩება, " - დაწერა სოციალურ ქსელში, უჩვეულო ატრაქციონის ავტორმა რონალდ რაელმა, რომელსაც ათასობით აღფრთოვანებული მომხმარებლის მოწონება და კომენტარი მოჰყვა.137 შეფასება არ არის |