x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138959
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512512
სადღეგრძელოები

imageდღეს მე შემოგთავაზებთ ქართული სუფრის ულამაზეს სადღეგრძელოებს თუ მოგეწონათ კიდევ დავდებ :))











სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს,
იმ მოფერებასა და ალერსს,
იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს
ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს.
მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,
იმ გრიგალებს და ნიავს,
რომელსაც საალერსო სიტყვები
გულიდან გულთან მიაქვს.
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს
იდუმალ მოჩურჩულე ღამეს
გაღებულ სარკმელთან, მოწყენილ გოგონას,
წარსულზე რომ ეტყვის რამეს.
იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,
იმ შენი ცხოვრების ორ გზას,
ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს
პირველ სიყვარულს და კოცნას !!!

მეგობრობის სადღეგრძელო

მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,
ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,
ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–
შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!
მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,
ჭირში კი არა, ზუსტად ლხინში არ გაგექცევა–
და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!
მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,
რომ არ უნდოდეს მეგობარმა გული გაუთბოს,
მაგრამ წაქცეულს, ხელს რომ კაცი წამოგაშველებს,
იმას კი არა...ლხინის ზიარს!–მსურს გაუმარჯოს!
ეს სადღეგრძელო მეგობრობის, ყველამ დავლიოთ!
სიხარული რომ მის თვალებში აირეკლება,
ადამიანი ხშირად ჭირში...სიბრალულს მოჰყავს–
მაგრამ ასეთი სიხარულში გაგერიდება მოდი,
დავლოცოთ მეგობარი, ლხინის ზიარი–
პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს !!!


ეკლესიის სადღეგრძელო
imageმოდით ამ ჭიქით
ხავსმოკიდებულ ეკლესიას,
ამ ეკლესიაში დანთებულ სანთელს,
ამ სანთლის წინ დაღვრილ ცრემლებს
და ამ ცრემლებში განდობილ,
საიდუმლოს გაუმარჯოს !!!


სულ ეს იყო იმედია მოგეწონათ :)

12
7439
21-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მთვრალი12
მთვრალი12
7439
  
2021, 29 ივლისი, 14:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 10 ივნისი, 16:43
ზოგი ამბობს ხოლმე, როდის დამთავრდება ამათი სმა-ჭამა და ღრეობაო, თუმცა ნამდვილად კარგი სადღეგრძელოებია!
2015, 3 თებერვალი, 21:04
: ) მართალია სადღეგრძელოები და თამადების მოსმენა დიდად არ მსიამოვნებს, თუმცა ეს სიტყვები ნამდვილად მომეწონა
2014, 15 მაისი, 19:06
ძალიან ვისიამოვნე
2014, 15 მაისი, 19:06
აუ რა მაგარიააააააააააა, დადე კიდე რა
2013, 20 თებერვალი, 16:24
თხემით-ტერფამდე ქართული სადღეგრძელოებია, ყოჩაღ!!!
2013, 8 თებერვალი, 22:45
სა ნახე კი მარა ბებია,აი სადღეგრძელოები...სიყვარულზე დადე ,და მონატრებაზე.მეორე პოსტში....თუ გინდა რო დავლიოთ შენი სადღეგრძელო.....
2012, 3 ოქტომბერი, 22:13
mmartla kargia
2012, 27 ივლისი, 20:15
მომწონს, განსაკუთრებით მესამე
2012, 27 ივლისი, 19:48
მადლობთ კიდე დავდებ მაშინ :P
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10