x
image
თეონა გორდეზიანი
სიტყვის ძალის არსებობის გჯერათ? საინტერესოა შეგეცვლებათ თუ არა აზრი...
ალბათ გაგიგონიათ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სიტყვას ძალა აქვს... შინაგანად ყოველთვის მჯეროდა ამის, მაგრამ მაშინ უფრო დავრწმუნდი, როცა თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც ჩემი წარმოთქმული სიტყვებიდან ერთ-ერთი ამიხდა. სწორედ ამის შესახებ მინდა გიამბოთ და პატარა წვლილი მაინც შევიტანო დარწმუნებისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებას ჩვენ ვქმნით, როგორც ვიცხოვრებთ დღეს ისეთი ხვალინდელი დღე გაგვითენდება, რასაც ვისაუბრებთ ის ემოცია დაგვიბრუნდება და რასაც გადაჭრით ვიტყვით ადრე თუ გვიან აუცილებლად ახდება.

ერთხელ მეგობრებთან ერთად, ლისის მიმდებარედ არსებულ სახლში, საქეიფოდ მივდიოდი. სანამ სამსახურებიდან წამული ყველა მეგობარი შეიკრიბა, სანამ სურსათი მოვიმარაგეთ და მანქანებში გადანაწილება მოვაგვარეთ საკმაოდ მოსაღამოვდა. უკვე როცა ლისისკენ გზას დავადექით საკმაოდ ბნელოდა...გზაში როგორც ხდება, ვმხირულობდით, ვიცინოდით, ვსაუბროდით... ზოგი არც ისე ხმადაბლა. გარეთ უკუნეთი სიბნელე იყო...უცბად ერთი გაჩახჩახებული შენობა გამოჩნდა, სხვა შენობებთან შედარებით განსხვავებული და მითუმეტეს იმ სიბნელისთვის თვალშისაცემი. უცბად ჩემი მეგობარი გავახედე შენობისკენ და ჩემდაუნებურად ამოვილაპარაკე : "ჩემი მომავალი სამსახური "... შენობაზე და პოზიციაზე არ დავკონკრეტდები რეკლამა გამოვა, მაგრამ ეს ჩემი კომენტარი იმან გამოიწვია რომ ეს "გაჩახჩახებული " სივრცე, ზუსტად ჩემი პროფესიისთვის იყო შესაფერისი... მოკლედ, ძალიან გამიგრძელდა ... ამ დღიდან ზუსტად 3 კვირაში ამ "შენობაში" ერთ-ერთი თანამშრომელი ვიყავი და განცხადებაზეც მქონდა ხელი მოწერილი.

აი. ამ დღიდან დავიჯერე რომ სიტყვას ძალა აქვს... თუ კი მანამდე მეგონა რაღაც მიუწვდომელი თავს დავაჯერე (და ასეცაა), რომ ყველაფერი გამოვა თუ თავად გადაწყვეტ გონებაში და ერთხელ მაინც ამოუშვებ პირიდან სასურველ ფრაზას, აუცილებლად მტკიცებით ფორმაში:

"მე ვიმუშავებ აქ... ამა და ამ პოზიციაზე...."


" მე მექნება ხელფასი (რაოდენობა ), (რიცხვი) წელში..."

"მე ვიმოგზაურებ იტალიაში და მოვხვდები ვერონაში"...

უსასრულოდ თქვენი სურვილებიდან გამომდინარე... და არავითარ შემთხვევვაში არ უნდა შეიტანოთ ეჭვი თქმის დროს ან შემდეგ... "მე ვიმუშავებ... ნეტა მართლა გამომივა??" ეს არასწორი მიდგომაა და სანამ დამოკიდებულებას არ შეცვლით არაფერი გამოვა.


ჩემი ჩამოთვლილი სურვილებიდან ბოლო მოგზაურობას ეხებოდა, კონკრეტულად კი იტალიას...სადღაც 5 წლის წინ იყო პირველი შემთხვევა და მოგზაურობაზე სურვილი ცოტა ხნის შემდეგ გამიჩნდა. ვფიქრობდი თუ კი იმას დავიჯერებ რაც ასე ძალიან მინდა აუცილებლად ამიხდება და ადრე თუ გვიან ვერონაშიც აღმოვჩნდები-მეთქი. მეგობრების წრეში ყოველთვის ავღნიშნავდი, რომ ძალიან მინდოდა იტალიაში წასვლა. ისინი კი ხან ხუმრობით და ხან დოლარის კურსის განხილვით აგრძელებდნენ დიალოგს... მე კი მაინც დაჟინებით ვიმეორებდი "აუცილებლად მოვხვდები ვერონაში"... ეს სიტყვები ვიღაცისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ხვალვე შეუძლია აიხდინოს, ასეთი კატეგორია ვერ გამიგებს... იფიქრებს რა უნდა იტალიაში მოხვედრასო... ჩემთვის კი მართლა ოცნება იყო და სიტყვის ძალით და პირადი სახსრებით უკვე ერთ-ერთი ახდენილი ოცნება ...

image

იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანი ორი რამ ამიხდა, სამსახურიც შესაფერისი მქონდა და ვიმოგზაურე კიდეც... მცირე გამოცდილების მიუხედავად ვავრცელებდი მეგობრებში, რომ ესაუბრათ ხმამაღლა იმაზე რაც ძალიან სურდათ. არ ვიცი სხვისი, მაგრამ ჩემმა მესამე შედეგმაც არ დააყოვნა, რასაც მეოთხეც მალევე მოყვა...

სამი წლის წინ ჩემმა ძველმა მეგობარმა ჭიქა მაჩუქა... გარედან საბავშვო ნახატით, შიგნით კი პაატარა სახლი ეხატა. იმ დღიდან დავიწყე ოცნება რომ ასეთი სახლი მინდოდა მქონოდა ქალაქგარეთ...

image

სიდიდის მიუხედავასვად ჩაის, ყავას, წვენს... არ ჰქონდა მნიშვნელობა..სახლამდე ვავსებდი და ხშირად ამ პერიოდის განმავლობაში ჩემდაუნებურად ვიმეორებდი "ჩემი სახლის ასლია"...

გავიდა თითქმის სამი წელი... და ამ პერიოდში ბევრი რამ მოხდა.. გავიცანი ბიჭი, დავმეგობრდით, შეგვიყვარდა ერთმანეთი, მერე ქორწილი იყო და ქორწილიდან სადღაც სამ თვეში მის მშობლიურ მხარეშიც წავედით თბილისიდან 2 საათის გზაზე... მართალია ცოოტა მოგვიანებით გავუმხილე, მაგრამ ჩემი დასკვნა იყო საოცარი... ჭიქაში გამოსახული სახლი ძალიან ჰგავდა რეალურს, მის სახლს და ახლა უკვე ჩემს სახლს.

image

ბევრი ვწერე... მაგალითებიც მოვიყვანე, მაგრამ ჩემი აზრით მაინც მოკლედ, იმიტომ რომ ჩემი "ახალი", "ახდენილი " სახლის "პატრონის" ისტორიაც ძალიან საინტერესოა, სწორედ ისეთია მე რომ გონებაბში ვფიქრობდი და მერე ხმამაღლა ვამბობდი.

image

მე დავიჯერე სიტყვის ძალის, დავიჯერე რომ ჩვენ აურას ჩვენ ვქმნით, დავასკვენიუმჯობესია ვისაუბროთ გააზრებულად, პოზიტიური ემოციები გადავცეთ სხვებს რომ ის დადებითი ენერგია ისევ ჩვენ დაგვიბრუნდეს.

მე მჯერა და კიდევ ვაპირებ დაკვირვების გაგრძელებას...



0
519
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
519
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0