x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"წყალში 4 დღე გავატარე, 600 ადამიანის ყვირილი მესმოდა, რომელთაც ზვიგენები ცოცხლად ჭამდნენ"
image


ისტორიული სიმართლე !!!


ედგარ ჰარელს დღემდე ჩაესმის მეგობრების ყვირილი, რომლებსაც ზვიგენები ცოცხლად გლეჯდნენ, თუმცა მას შემდეგ უკვე 74 წელი გავიდა. ედგარი 1195 ადამიანიდან ერთ -ერთი იყო, რომელიც 1945 წელს, ამერიკული კრეისერის "ინდიანაპოლისის" ბორტზე იმყოფებოდა. გემი, რომელიც იაპონიის წყალქვეშა ნავის მიერ ტორპედირებული იქნა ჩაიძირა, ხოლო ასობით ადამიანს სიცოცხლის შესანარჩუნებლად წარმოუდგენელი თავგანწირვა და ბრძოლა დასჭირდა.



image


"ყველაფერი, რაც გვესმოდა, იყო ის, რომ ადამიანებს ცოცხლად ჭამდნენ. ყოველდღე, ყოველღამე, ყოველ წამს, შეუჩერებლივ..."


ეს იყო - ადამიანებზე ზვიგენების საშინელი თავდასხმა, რომელიც მოგვიანებით, სამგზის ოსკაროსანი რეჟისორისთვის - სტივენ სპილბერგისთვის ნამდვილ შთაგონების წყაროდ იქცა, ასე იხილა დღის სინათლე ცნობილმა თრილერმა - "ყბები", რომელმაც რეჟისორს უდიდესი წარმატება და აღიარება მოუტანა.


image


"ინდიანაპოლისი", 1945 წლის 30 ივლისის ღამეს, კუნძულ ტინიანიდან ფილიპინებისკენ მას შემდეგ გაემართა, რაც საიდუმლო მისია წარმატებით შეასრულა და ამერიკის ბაზაზე, ჰიროსიმაში გამოსაყენებელი ატომური ბომბისთვის განკუთვნილი ურანი ჩაიტანა.

image


12:14 წუთზე იაპონურმა წყალქვეშა ნავმა "ინდიანაპოლისის" მიმართულებით 6 ტორპედო გაუშვა, საიდანაც 2 პირდაპირ მას მოარტყა, რამაც გემის ჩაძირვა გამოიწვია. მამაკაცმა სასწრაფოდ სამაშველო ჟილეტი აიღო და ხომალდიდან წყალში გადახტა. ბორტზე მყოფი 1195 ადამიანიდან 300 გემთან ერთად, ზუსტად 12 წუთში ჩაიძირა. ნაწილი კი წყლის ზედაპირზე აღმოჩნდა. სიხარული ნაადრევი იყო, მეზღვაურებს წინ კიდევ უფრო საშინელი საფრთხე ელოდათ - მათ გარშემო თავმოყრა ზვიგენებმა დაიწყეს.


image


მამაკაცები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, ცარიელი ხელებით ცდილობდნენ მათი მიმართულებით წამოსული მტაცებლების დაშინებას. მეზღვაურებს არც წყალი და არც საკვები ჰქონდათ, ისინი ოკეანის მარილიან წყალს სვამდნენ და თანდისთან გონებასაც კარგავდნენ. რაღაც მომენტში შეძლეს და ცარიელი ალუმინის ყუთებისგან ტივის გაკეთება მოახერხეს, რომელსაც გაფუჭებული კარტოფილიანი ყუთებიც მიამაგრეს.


"კარტოფილი გარედან დამპალი, თუმცა შიგნიდან ჯერ კიდევ საღი და მაგარი იყო, ამიტომ მაინც ვჭამდით ვინაიდნ სხვა გამოსავალი არ გვქონდა".



image


რამდენიმე დღეში, პატრულირებისას, ამერიკულმა ბომბდამშენის ეკიპაჟმა შემთხვევით მამაკაცები დაინახა, მასიური სამძებრო ოპერაციები დაუყონებლივ დაიწყო - შემთხვევის ადგილზე პირველი რობერტ ადრიან მარქსი მივიდა, რომელიც ბრძანებას არ დაემორჩილა და აღელვებულ ტალღებზე დაეშვა, მან 49 ადამიანის გადარჩენა მოახერხა. მალევე, მას სამაშველო ოპერაციის ჩასატარებლად უკან 7 ხომალდი მიჰყვა. მაშველებმა მხოლოდ 321 მეზღვაურის ამოყვანა მოახერხეს, რომელთაგან ოთხი მალევე გარდაიცვალა.


image


ედგარ ჰარელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით ის მამაცობისთვის მეწამული გულით დააჯილდოვეს.




0
2466
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2466