სხვა გორის 1920 წლის მიწისძვრა და მისი უმძიმესი შედეგები 2019, 11 აგვისტო, 21:46 რა გორელივით შუა გზაზე დადიხარო - ჩვენს ყოველდღიურ, სალაპარაკო ენაში ერთ-ერთი ფართოდ დამკვიდრებული და გავრცელებული გამოთქმაა. ყველა მსგავს გამოთქმას თავისი ისტორია აქვს. ქალაქი გორი საქართველოში სეისმურად საკმაოდ აქტიური ზონა იყო, თუმცა ყველაზე ძლიერი მიწისძვრა გორში 1920 წლის 20 თებერვალს მოხდა, რამაც გამოიწვია თითქმის მთელი ქალაქის და შემოგარენის ნგრევა. განსაკუთრებით დაზარალებულ სოფლებს შორის მოჰყვა ხოვლე. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, მოქალქეებში პანიკა დიდხანს დარჩა და კატასტროფის შიშით, ისინი ცდილობდნენ ტროტუარებზე ნალებად ევლოთ. 1920 წლის 20 თებერვალს, პირველი ბიძგები ღამის სამ საათზე აღინიშნა, განმეორებით კი დღის სამისთვის, რომლის მაგნიტუდა 6, 2 ერთეულს შედგენდა. მიწისძვრამ გაანადგურა, როგორც ძვველი, ისე ახალი შენობები, ისტორიული ძეგლები თუ სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობაისთვის, რომელსაც ისედაც არაერთ პოლიტიკურ, სოციალურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ გამოწვევასთან უწევდა გამკლავება, გორის მიწისძვრა უდიდესი დარტყმა და თავისტკივილი იყო. კატასტროფას გადარჩენილი ადამიანები უსახლკაროდ, ღია ცისქვეშ და საჭმელ-სასმლის გარეშე დარჩენილიყვნენ. გორში დაიღუპა 18 ადამიანი, დაშავდა 300 ადამიანამდე, ადამიანური მსხვერპლი იყო გორის ზოგიერთ სოფელშიც, მთლიანობაში დაიღუპა 129 კაცი და დაზარალდა დაახლოებით 7000 ოჯახი. მიწისძვრის მატერიალური შედეგები უმძიმესი აღმოჩნდა : ქალაქ გორში დაზიანების გარეშე მხოლოდ 16 შენობა გადარჩა, დაახლოებით ათასი მსუბუქ რეაბილიტაციას ან სრულ რეკონსტრუქციას საჭიროებდა. ცნობილია, რომ სრულად განადგურდა ეპიცენტრში მდებარე სოფლები : ხიდისთავი და ოხერა, თითქმის სრულად დაინგრა შემდეგი სოფლები : უფლისციხე, სკრა, ატენი, გორიჯვარი, ხოვლე, დოესი და სხვა .ჩვენთვის არ არის ცნობილი ზუსტად რა ძეგლები ან ობიექტები განადგურდა ხოვლესა თუ სხვა სოფლებში, თუმცა, ცნობილია, რომ ისინი თითქმის მთლიანად იქნა აღდგენილი. მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად და ზარალის დასათვლელად შეიქმნა სახელისუფლებო კომისია და რამდენიმე მოხალისეობრივი აქტოვობა . 332 1-ს მოსწონს
|