შოუბიზნესი ლამაზებიც ტირიან - 5 ულამაზესი მოდელი, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა 2019, 11 აგვისტო, 14:58 არავინ იცის მიზეზი, თუმცა ჩვენს ცნობიერებაში ჩამოყალიბებულია აზრი, რომ მოდელები მოსფლიოში ყველაზე სასურველი ქალების არიან.
ყველას მიაჩნია რომ ყველა შემდგარი და შეძლებული კაცი ოცნებობს გრძელფეხება ლამაზმანებზე და მზად არიან მათ მსოფლიო ფეხქვეშ დაუფინონ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარდაა. გარეგნული სილამაზე არასოდეს არის პირდაი ბედნიერების გარანტი. ჩვენ გაგაცნობთ ლამაზმან მოდელებს, რომელებიც საყვარელმა მამაკაცებმა მიატოვეს. ალესანდრა ამბროსიო - 10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ საქმროს, ჯეიმი მაზუროს დაშორდა. მაშა ნოვოსელოვა - 6 წელი იყო ურთიერთობაში პროდიუსერ დიმიტრი რასამოსთან, რომელმაც ის გრეის კელის შვილიშვილის, შარლოტა კაზირაგის გამო მიატოვა. ელ მაკფერსონი - 8 წელი ხვდებოდა ბიზნესმენ ჯეფრი სოფერს, რომელიც ბოლოსკენ ხშირად ღალატობდა მას. სწორედ ამ მიზეზით წყვილი დაშორდა. კატია გრიგორევა - 2015 წელს ცოლად გაყვა სამხედრო მოსამსახურეს, სახელად ალექსანდრეს. მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელებულა. წელიწადიც არ იყო გასული კატიას ქმარმა განქორწინებაზე საბუთები რომ შეიტანა. ლარა სტოუნი - 2009 წელს იუმორისტ დევიდ უილიამსზე დაქორწინდა. 2015 წელს კი მათ განქორწინების შესახებ განაცხადეს, თუმცა მიზეზი საიდუმლოდ დატოვეს. როგორც მოარული ხმები ამბობდა, ლარა უბრალოდ დაიღალა დევიდის გაუთავებელი ღალატით. 352 1-ს მოსწონს
|