x
image
ელენე გუმა
ნანუკას სახეზე ნაოჭების გასწორება ურჩიეს და ფოტო დაუწუნეს - ჟურნალისტის პასუხი კრიტიკოსებს
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ფოტოზე უცნობმა ადამიანმა ნაოჭების გასწორება ურჩია და ახალი ფოტო დაუწუნა.


ამის შესახებ ნანუკამ სოციალურ ქსელში დაწერა და კრიტიკოსს პასუხიც გასცა.


როგორც ნანუკა წერს, არასოდეს ისე ჰარმონიაში არ ყოფილა საკუთარ თავთან, როგორც ამ ნაოჭებთანაა.


"ამ ფოტოზე, ინსტაგრამზე უცნობმა ნაოჭების გაქრობა მირჩია. არადა ფოტო ამბობს როგორ არ მაღელვებს არცერთი მათგანი და როგორ შეიძლება ნაოჭებთამ ერთად ბედნიერი იყო:)

ნათია ფანჯიკიძის წიგნში “შიშო გამოდი გარეთ” ერთ-ერთი თავი აღწერს, როგორ უნდა გვიყვარდეს საკუთარი სხეული, როგორ უნდა მოგვწონდეს ის. აუცილებლად წაიკითხეთ, თუ ფიქრობთ რომელიმე პლასტიკური ოპერაციიც გაკეთებას

მგონია რომ არასოდეს ისე ჰარმონიაში არ ვყოფილვარ საკუთარ თავთან, როგორც დღეს ამ ნაოჭებთან. არ დაითვალოთ ისინი, ითვალეთ ბედნიერი წუთები მხოლოდ.

თქვენი ნანუკა.
"



აღნიშნულ პოსტს უამრავი დადებითი გამოხმაურება აქვს.


ჟურნალისტს თაყვანისმცემლები უამრავ კომპლიმენტს უწერენ და დადებით კომენტარებს არ იშურებენ.


image

2
543
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
543
  
2019, 12 აგვისტო, 2:06
რამდენი დოგმა გვაქს თავში :( რატომ არ შეიძლება მართლაც მისაღები იყოს ადამიანი ბუნებრივი გარეგნობით: ნაოჭებით, სტრიებით, ბუნებრივი ცხვირით :( ძალიან სამწუხაროა მართლაც
2019, 11 აგვისტო, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2