სხვა კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი კინოს დიადი თარიღები 2012, 27 ივლისი, 18:02 1982 წელი : "ტრონი". კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი სულ პირველი ეპიზოდები. გამოსახულება ეკრანზე მაღალი გარჩევისუნარიანობით იყო გაშვებული.
1993 წელი: "იურიული პერიოდის პარკი" კინოს ისტორიაში პირველი სამგანზომილებიანი ცხოველები.
1997 წელი : "ტიტანიკი". ფართო პლანით დანახული ცა, ოკეანე და გემბანზე მოსეირნე მასობრივი სცენების მსახიობები ისეთივე შექმნილები არიან, ისევე, როგორც ალბატროსები და დელფინები, გემს რომ მისდევენ.
2001 წელი : "საბოლოო ფანტაზია: სულების თავდასხმა". პირველი ვირტუალური მსახიობები კინოს ისტორიაში მართალია, მომხიბვლელად გამოიყურებიან, მაგრამ ნაკლებად ექსპრესიულები არიან.
2004 წელი : "პოლარული ექსპრესი". სამგანზომილებიანი პერსონაჟების სახის გამომეტყველებისთვის სიცოცხლის მისანიჟებლად შექმნეს სპეციალური პროგრამა მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა სრულყოფილი მიმიკის შესაქმნელად. 2005 წელი : " ბეჭდების მბრძანებელი : ორი ციხესიმაგრე". პიტერ ჯეკსონის ამ ფილმისთვის სტუდია "ვეტა" პირველ ჰიპერრეალისტურ ჰუმანოიდ პერსონაჟს, გოლუმს ქმნის. განსაცვიფრებელმა შედეგმა ჯეიმს კამერონი დაარწმუნა რომ "ავატარის" გადასაღებლად აუცილებლად "ვეტას" უნდა დაკავშირებოდა. 49 4-ს მოსწონს
|