სხვა ინტერნეტ მომხმარებელი აღფრთოვანებულია! ნახეთ, გოგონა რომლის სხეულსაც მთელი ინტერნეტსივრცე განიხილავს 2019, 10 აგვისტო, 16:25 სრული აღნაგობის გოგონებს თავისუფალ სამოსშიც კი, წესიერად ფეხის გამოჩენაც კი ერიდებათ, რომ აღარაფერი ვთქვათ მინი ქვედაბოლოებსა და მეტისმეტად მოკლე შორტებზე, ვინაიდან დარწმუნებულები არიან, რომ მსგავსი სამოსი მათი სხეულის პარამეტრებისთვის მეტისმეტად შეუფერებელი და ვულგარულია. თუმცა, მოდით ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ, სრული აღნაგობის გოგონას მინი, მაქსიზე არანაკლებ უხდება. მაგალითად, "პლუს საიზ" მოდელი - Daisy Christina Van Egmond - ამის ნათელი მაგალითია. ჭარბი წონის მიუხედავად, გოგონას გამჭირვალე და მეტისმეტად თამამი სამოსის ტარება არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, პირიქით საკუთარი "ღირსებების" დემონსტრირებას უამრავი თაყვანისმცემლის წინაშე ის კომპლექსების გარეშე ახერხებს და ნებისმიერ სიტუაცაში, აქცენტს ყოველთვის სექსუალურ და გამომწვევ სამოსზე აკეთებს. მოდით შევთანხმდეთ, რომ მინი არა მხოლოდ მოდელის პარამეტრების მქონე გოგონებს, არამედ სრული აღნაგობის ქალბატონებსაც არანაკლებ უხდება.
305 შეფასება არ არის |