ამოცანები 5 მათემატიკური ამოცანა,რომელზეც მთელი ინტერნეტი ტვინს იჭყლეტს 2019, 10 აგვისტო, 10:51 როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, მათემატიკა ჩვენი ტვინისთვის საუკეთესო ვარჯიშია. საინტერესოა, რომ სასარგებლოა როგორც რთული ამოცანები, ისე მარტივი თავსატეხები, რომელთაც ხშირად ინტერნეტშიც შეხვდებით. გთავაზობთ რამდენიმე ამოცანას, რომლებიც ბოლო დროს ვირუსულად ვრცელდება და მათ ამოხსნაზე უამრავი ადამიანი ტვინს იჭყლეტს. 1.ცოტა ხნის წინ ტვიტერში ასეთი პოსტი გამოჩნდა:“230 — 220 × 0, 5 =? თქვენ შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ პასუხია 5! " ადამიანთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ სწორი პასუხია 120. თქვენ როგორ ფიქრობთ? 2.კიდევ ერთი ამოცანა, რომელმაც ბევრს აუბნია თავგზა: 8:2x(2+2)=? ერთნი ამტკიცებენ, რომ პასუხია 1, მეორენი კი თვლიან, რომ სწორი პასუხია 16. თქვენ რას ფიქრობთ? 3.ჰონგკონგში ეს ამოცანა პირველი კლასის მოსწავლემ უნდა ამოხსნას: რა რიცხვი იმალება მანქანის ქვეშ? 4.რა პრინციპითაა “ამოხსნილი" ეს მაგალითები? 5.კარიკატურისტის ამოცანა, რომელმაც საკუთარი თავსატეხებით გაითქვა სახელი: პასუხები1.მართალი არიან ისინი, ვინც ამბობს, რომ პასუხია 120 და ისინიც, ვინც ამბობს, რომ პასუხია 5! საქმე ისაა, რომ ძახილის ნიშანი 5-იანის შემდეგ ფაქტორიალის სიმბოლოა, ეს კი ნიშნავს, რომ: 5!=5x4x3x2x1=120 2.ორივე პასუხი შეიძლება იყოს სწორი. საქმე ისაა, რომ ამ ამოცანის ავტორს ფრჩხილები დაავიწყდა. მაგალითი რომ ასე იყოს ჩაწერილი 8:(2x(2+2)) -მაშინ პასუხი იქნებოდა 1. თუ ასე ჩავწერდით: (8:2)x(2+2) მაშინ პასუხი 16 გამოდის. 3.პასუხია 87. საქმე ისაა, რომ სურათი უნდა გადმოაყირავოთ და ისე შეხედოთ. 4.6+4=210 6-4=2 6+4=10 2 და 10 - 210 სხვა მაგალითებიც იგივე პრინციპითაა დალაგებული. 5. 1781 შეფასება არ არის
|