x
image
ელენე გუმა
"ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი...ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. .."
image
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგს და საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას მისთვის ბრალის წარდგენის შესახებ სოციალურ ქსელში ეხმაურება.


მისი თქმით, ასეთ სამარცხვინოებას არ ელოდა და ახლა ბოლომდე მიიყვანს საქმეს და დაელოდონ.


"აი მთლად ასეთ სამარცხვინობას ნამდვილად არ ველოდი.

ვალის ხელშეკრულება მაქვს ინტერმედიასთან და ნატურით გადამიხადეს. სახლი გავყიდე და იქიდან აღებული ფული ვასესხე ინტერმედიას, ხელფასები რომ გაგვესტუმრებინა. ყველა დოკუმენტუა ინტერმედიაშიბდა ამოღებულია ეგ დოკუმენტები პროკურატურის მიერ. დაკითხვაზე მაინც გეკითხათ რამე ამ საკითხზე. თუ ბრალის საფუძველი იყო, საერთოდ როგორ არ გიხსენებიათ?


ღიად და დაუფარავად: კურუფცია ის თემაა, რომელთან შედარებით, უმძიმესი დანაშაულები მემსუბუქება. ესაა ჩემი წითეკი ხაზი და უკვე მეორეჯერ გადაკვეთა ივანიშვილმა.

ხოდა, ახლა ჩემ პასუხს დაელოდეთ. დედას მოგიტყნავ ბიძინა ივანიშვილი. ხო გაგაფარჩაკე 7 წელი, ახლა ბოლომდე მივიყვან და ზუსტად მე ჩავიბარებ შენ კაპიტულაცისდ. პირადად. გპირდები."- წერს გვარამია.


ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.


„გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა. “.


მათივე ინფორმაციით, ნიკა გვარამია დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით. ბრალის წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

1
163
შეფასება არ არის
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
163
  
2019, 10 აგვისტო, 0:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1