სხვა ბარსელონაში ქალებს მკერდმოშიშვლებული ცურვის ნება დართეს 2019, 9 აგვისტო, 11:51
ბარსელონას მერიამ ქალებს მუნიციპალურ აუზებში მკერდმოშიშვლებული ცურვის ნებართვა მისცა, ამის შესახებ იტყობინება El Pais-ი.
რეკომენდაცია ემყარება იურიდიულ ანალიზს და ვრცელდება ყველა ტიპის აუზზე. წინააღმდეგობრივი ქცევა დისკრიმინაციად ჩაითვლება, რადგან მამაკაცები ამ ობიექტებზე ზედა სამოსის გარეშე ცურავენ. ბარსელონას მერის მოადგილემ, ჯანეტ სანსიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი კანონი არ აქამდე უკრძალავდა ქალებს წელზემოთ შიშველ ცურვას, მაგრამ ახალი მითითების მიხედვით გააფართოვდა მათი უფლებები, რაც საბოლოოდ დაასრულებს აქამდე არსებულ ყველა საკამათო შემთხვევას. შეტყობინება კანონის ახალი რეგულაციის შესახებ ქალაქის ყველა აუზში გაიგზავნა. 599 5-ს მოსწონს
|