საქართველო ,,აგვისტოს ომის" ქრონოლოგია, 1-7 აგვისტო 2019, 8 აგვისტო, 22:35 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მძიმე დარტყმა იყო ქართველი ხალხისათვის. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა 170 სამხედრო მოსამსახურე, 14 პოლიციელი და 228 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიჭრა 2000- მდე მოქალაქე და 150 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ იძულებით დატოვა საკუთარი სახლი. რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში საქართველოში? 1 აგვისტოს, გვიან ღამით სროლა გაჩაღდა ქართველ ჯარისკაცებსა და ის სეპარატისტებს შორის, რის შედეგადაც დაიღუპა 6 და დაიჭრა 21 სამხედრო მოსამსახურე. ორივე მხარე ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდა. 3 აგვისტოს ცხინვალიდან 20 მშვიდობიანი მოსახლეობით დატვირთული ავტობუსი გავიდა რუსეთის მიმართულებით. 4 აგვისტოს რუსეთის 58-ე არმიის ხუთი ბატალიონი როკის გვირაბთან განლაგდა. 6 აგვისტოს ქართულმა მხარემ ჯავშანტრანსპორტიორი დაკარგა და 3 სამხედრო დაიჭრა.იმავე საღამოს სეპარატისტების მხრიდან სროლებს 4 ქართველი სამხედრო შეეწირა. სროლა განაახლა ქართულმა მხარემაც, მძიმე ტექნიკა და ჯარი რეგიონში იქნა მობილიზებული. 7 აგვისტოს ედუარდ კოკოითი ქართულ მხარეს მოუწოდებს გაიყვანოს სამხედრო ტექნიკა და ჯარი რეგიონიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გაწმენდდა ტერიტორიას. 16 საათისათვის კვლავ განახლდა ორმხრივი სროლები, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი მოყვა. ერთი საათის შემდეგ ქართულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პრეზიდენტმა ოსურ მხარეს მოლაპარაკებებისაკენ მოუწოდა და ამასთან სამხრეთ ოსეთის სრული ავტონომიის პირობა ძალაში დატოვა. ყოველივე ამის შემდეგ სეპარატისტების მხრიდან ცეცხლი უფრო ინტენსიური გახდა. იბომბებოდა ქართული სოფლები.ამას საპასუხო ცეცხლი მოყვა. რუსული ჯარები საქართველოსაკენ მოემართებიან. ასევე საინტერესოა: გორისა და ცხინვალის სოფლებში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის
2008 წლის ომის უცნობი დეტალები – მწარე სიმართლე
63 2-ს მოსწონს
|