x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"გლოვით დავიღალე": 90 წლის ბებო ახალგაზრდებს ასწავლის - თუ როგორ უნდა "ნამდვილი" გართობა

image


პენსიაზე გასვლის შემდეგ ბევრი ადამიანი ცხოვრების აზრს კარგავს, ეცვლება გუნება-განწყობილება და დეპრესიაში ვარდება, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც, მოკრძალებული ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდული ცხოვრების სტილს მაინც არ ღალატობენ და ცხოვრებისგან სიამოვნებას ნებისმიერ ასაკში იღებენ. თუმცა, ყველა სკეპტიკოსს, ეს 90 წლის ამერიკელი ქალბატონი საკუთარ მაგალითზე უმტკიცებს, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ, ცხოვრება ჯერ მხოლოდ იწყება.


image


ჰელენ რუთ ელამ ვან ვინქლი სოცქსელის ნამდვილი ვარსკვლავია, რომელსაც არც მეტი, არც ნაკლები - 4 მილიონი მიმდევარი ჰყავს. ჰელენი ნოქსვილში, შვილიშვილთან და შვილთაშვილთან ერთად ცხოვრობს და 90 წლის ასაკში ცხოვრებით ტკბება. ექსტრავაგანტური ბებია და სოციალური ქსელის ნამდვილი დედოფალი, რომლის პოსტებსაც ასი ათასობით მოწონება აქვს, ყველა წვეულებისა და ღონისძიების საპატიო სტუმარია. "Missguided" - ის მთავარი სახე, ამ ასაკში, არც სამოდელო კარიერაზე ამბობს უარს და დღესდღეობით, საცვლების სარეკლამო გადაღებებით არის დაკავებული. "ერთხელ, მაისურსა და მოკლე შორტებში მზეს ვეფიცხებოდი, როცა ჩემთან ჩემი შვილთაშვილი კენედი მოვიდა და მითხრა:"ბებია, შენ შესანიშნავად გამოიყურები! მოდი სურათს გადაგიღებ, "- ჰყვება ვან ვინქლი. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი....


image


"სამწუხაროდ, მეუღლე და ვაჟი დავკარგე, დარდით აღარ ვიყავი, გლოვით დავიღალე, ამიტომ 90 წლის ასაკში საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე, " - ამბობს გლამურული ბებია და საკუთარი მაგალითით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ასაკი - ეს მხოლოდ ციფრებია.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage








0
153
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
153