უმრავლესობისთვის, ზაფხული ზღვასთან, მზესთან, გარუჯვასთან და ბუნებაში ლაშქრობებთან ასოცირდება. ეს არის დასვენების საუკეთესო ხანა, რომლის ფოტოები ადამიანში ყოველთვის კარგ მოგონებებს აღვიძებს... და გასაკვირიც არ არის, რადგან ზაფხულში ბუნება ძალიან ლამაზია, განსაკუთრებით, მის პიკში, როდესაც მცენარეებმა უკვე საკმარისად მოიმარაგეს მზის ენერგია, ფოთლები იმდენად ხასხასაა, რომ მეტი აღარ შეიძლება, ბალახი მაღალი, ხოლო მინდვრები, – ყვავილებით გადაპენტილი.
ზღვა, მზე და ნაზი სიო... სხვა რაღა არის საჭირო ბედნიერებისთვის?