მსოფლიო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო გამოცდები არის გაფრთხილება ამერიკისა და სამხრეთ კორეისთვის-კიმ ჩენ ინი 2019, 7 აგვისტო, 16:03
ამის შესახებ იტყობინება კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინმა შეაქო ახალი ტიპის ტაქტიკური მართვადი რაკეტების გაშვება სიძლიერის დემონსტრირების მიზნით და აღნიშნა, რომ ტესტები წარმატებით ჩატარდა დანიშნულებისამებრ. შეგახსენებთ, 6 აგვისტოს დილით, ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკამ მესამე რაკეტის გაშვება განახორციელა მაისის დასაწყისიდან მცირე შესვენების შემდეგ. მანამდე, 25 ივლისს, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა ორი მცირე სიშორის რაკეტა გაუშვეს იაპონიის ზღვის მიმართულებით, რის შემდეგაც კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ახალი მართვადი ტაქტიკური რაკეტების ტესტები იყო გაფრთხილება სამხრეთ კორეის მილიტარისტებისთვის. მოგვიანებით, 31 ივლისის დილით, ფხენიანმა ჩაატარა მეორე სარაკეტო ტესტი. ორი ჭურვი დაახლოებით 250 კილომეტრზე გაფრინდა და იაპონიის ზღვის წყალში ჩავარდა. 54 შეფასება არ არის
|