საბუნებისმეტყველო ვინ იყო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი კოსმონავტი, რომლის ყოფნაც კოსმოსში დაავიწყდათ 2019, 7 აგვისტო, 15:08
ეს ადამიანი თავისდაუნებურად გახდა არა მარტო საბჭოთა კავშირის უკანასკნელი კოსმონავტი, არამედ სსრკ-ს უკანასკნელი მოქალაქეც, სანამ ის კოსმოსში იყო, საბჭოთა კავშირი დაიშალა, ის იძულებული იყო კოსმოსში ყოფნის მსოფლიო რეკორდი დაემყარებინა, რადგან დედამიწაზე დაბრუნების საშუალება არ იყო, ეს უთხრა იმ ქვეყნამ, რომელმაც კოსმოსში გააგზავნა და უკვე აღარ არსებობდა, სანამ მოსკოვში გადატრიალების მცდელობა იყო სადგური МИР-ი დედამიწას წრეებს უვლიდა.
კოსმოსური სადგური იყო მისი სახლი და საბჭოთა იმპერიის უკანასკნელი ნაგლეჯი, ის ოთხი თვის წინ გაუშვეს კოსმოსში ბაიკონურიდან, (1991 წლის 18 მაისი)მისი მისია 5 თვე უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ქვეყნის დანგრევამ უზარმაზარი ზარალი მიაყენა კოსომოსურ დარგს, სერგეი კრიკალიოვს უთხრეს, რომ დედამიწაზე დასაბრუნებელი თანხა არ გააჩნიათ, ფრენის მართვის ცენტრმა(ЦУП)ურჩია, კიდევ რამდენიმე ხანი დარჩენილიყო კოსმოსში. მისი შეცვლა მოახერხეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გერმანიამ გამოისყიდა საკუთარი ბორტინჟინერი ჰელენ შერმანი 24 მილიონ აშშ დოლარად, სერგეი კრიკალიოვი 1992 წლის 25 მარტს დაბრუნდა დედამიწაზე, კაფსულის გადმოვიდა ადამიანი, რომლის სკაფანდრსაც ეწერა СССР, ხოლო ხელში ეჭირა საბჭოთა კავშირის ალამი, მთლიანად ფერმკრთალი იყო, ფეხზე ვერ იდგა, ოთხი ადამიანი ეხმარებოდა გადაადგილებაში. ორიოდე წლის შემდეგ სერგეი კრიკალიოვი, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი კოსმონავტი პირველი რუსი კოსმონავტი გახდება, რომელიც NASA-ს მიწვევით შატლ Discovery —ით გაფრინდება(1994 წლის 3 თებერვალი) შემდგომ სერგეი კრიკალიოვი კოსმოსში ყოფნის მსოფლიო რეკორდს დაამყარებს ამყარებს-803 დღე. სერგეი კრიკალიოვი ამასთანავე ერთ-ერთია იმ ოთხი ადამიანიდან, რომელსაც ერთდროულად მინიჭებული აქვს საბჭოთა კავშირის და რუსეთის ფედერაციის გმირის წოდება. ფაქტობრივად დღეისთვის სერგეი კრიკალიოვი ყველაზე ცნობილი რუსი კოსმონავტია იური გაგარინის შემდეგ 741 4-ს მოსწონს
|