საქართველო გორისა და ცხინვალის სოფლებში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის 2019, 7 აგვისტო, 14:36 2008 წლის აგვისტოს ომიდან 11 წლის შემდეგ გორისა და ცხინვალის რაიონის სოფლებში კვლავ სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. ეს ხმა ადგილობრივი მოსახლეობისათვის უცხო არ არის. ის “აგვისტოს ომამდეც" ხშირად ისმოდა და მას შემდეგაც, და უმრავლესობა ოსების “უჩენიებად (სამხედრო სწავლებები)" მოიხსენიებს. აფეთქებების ხმა დღეს დილიდან ისმის ცხინვალის სოფლებიდან.როგორც ეტყობა, ოსური მხარე რუსი სამხედროების დახმარებით აგვისტოს 26 რიცხვისათვის ემზადება. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა “სამხრეთ ოსეთი" დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა და ეს თარიღი ცხინვალისათვის საზეიმოა. დღევანდელი დღე კი 11 წლის წინ ომის დაწყების თარიღი გახდა და ეს კარგად ახსოვთ ცხინვალშიც. არც ისაა გამორიცხული, რომ ოსური მხარე უბრალოდ ფსიქოლოგიურად მოქმედებს ქართველ მოსახლეობასა და სამხედროებზე, და სროლისა და აფეთქებების ხმებით სურს შიში დათესოს მათ შორის. შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულმა ძალებმა 1990 წელს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, რამაც 1991-1992 წლებში საომარი მოქმედებები გამოიწვია, რის შემდეგაც რეგიონში რუსი ე.წ. მშვიდობისმყოფელები ჩადგნენ. 2008 წლის ომის შემდეგ კი “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის " დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს, დანარჩენი მსოფლიო კი რუსეთს რეგიონიდან ჯარების გაყვანისაკენ მოუწოდებს და “სამხრეთ ოსეთს" (სამაჩაბლოს) საქართველოს ტერიტორიად განიხილავს. ასევე საინტერესოა: 2008 წლის ომის უცნობი დეტალები – მწარე სიმართლე
ცხოვრება გორის ომგამოვლილ სოფლებში (ინტერვიუ მოსახლეობასთან +ფოტოები
180 1-ს მოსწონს
|