ბევრი ადამიანია, რომლებსაც ცხოველები არ უყვართ.ზოგი კატებს ვერ იტანს, ზოგი ძაღლებს და ა.შ. ხშირად მინახავს, როგორ აწვალებენ ქუჩაში უპატრონო ცხოველებს და ვერ წარმომიდგენია როგორი უგულო უნდა იყო ადამიანი, რომ ნებისმიერ ცხოველს ასე მოექცე.
მოკლედ, ამ სტატიაში გაგაცნობთ ცხოველების დადებით თვისებებს და იმედი მაქვს, რომ ბევრს თუ არა, 1-2 ადამიანს მაინც შეეცვლება ცხოველებთან დამოკიდებულება.
ცხოველთა სასარგებლო თვისებები
ანიმალოთერაპია- საკმაოდ ცივილიზირებული და მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდია სერიოზული დაავადებების სამკურნალოდ. დადებითი ეფექტი კი დამტკიცებულია მრავალწლიანი ექსპერიმენტებით.
პირველ რიგში, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს მარტო, შინაური ცხოველის აყვანისას ერთგვარად აგვარებს მარტოობის პრობლემას.სასიამოვნოა, როდესაც სახლში მოდიხარ და ხედავ სიხარულით აღსავსე ცხოველს, რომელიც ბედნიერია შენი ნახვით.გრძნობ, რომ ვიღაცას სჭირდები და მთელი დღე გელოდა.ხშირად, ცხოველებთან ურთიერთობა ავსებს ხალხთან ურთიერთობის ნაკლებობას.
მეორე, ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან გვაძლევს დადებით ემოციებს და ხასიათს გვიკეთებს.ჩვენ ვდუნდებით და ვამჩნევთ, რომ ნელ-ნელა გვშორდება სტრესი ან დეპრესია.
მესამე, ეს ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვის.ურთიერთობა შინაურ ცხოველებთან ეხმარება მათ განვითარებას, ასწავლის მათ სიკეთეს და სძენს პასუხისმგებლობას.შინაურ ცხოველებს ასევე შეუძლიათ გახდნენ ბავშვების ნამდვილი და საუკეთესო მეგობრები.
ანიმალოთერაპიის ტიპები
იპოთერაპია- ურთიერთობა ცხენებთან.ცხენით ჯირითიც იპოთერაპიას განეკუთვნება. იპოთერაპია ძალიან ეფექტური მკურნალია და იგი ენიშნებათ ისეთი დაავადებების მქონე პაციენტებს როგორიცაა, სქოლიოზი, ატეროსკლეროზი, გონებრივი ჩამორჩენილობა და სხვა. საკმარისია მხოლოდ 20 წუთი ცხენზე ჯირითი, რომ მოიშოროთ დეპრესია.
კანისთერაპია-მკურნალობაში გამოიყენება ძაღლები. ამ ტიპის ანიმალოთერაპია გამოიყენება იმ ხალხის სამკურნალოდ, რომლებიც ცოტას მოძრაობენ.ყოველდღიური ძაღლის გასეირნება ამცირებს სისხლძარღვებისა და გულის დაავადებების რისკს. ძაღლთან ურთიერთობა ადამიანს ხდის მეტად კომუნიკაბელურს.ეს მეთოდი ასევე ეფექტურია ნერვოზის დროსაც.
ფელინაროთერაპია- ეს არის მეთოდი კატებით მკურნალობის.კატებს გააჩნიათ ყველაზე ძლიერი ბიოველი, ისინი შინაური "ექსტრასენსები" არიან. ალბათ გაგიგიათ მონაყოლი, როგორ უმკურნალა კატამ პატრონს-წვებოდა დაავადებულ ადგილზე და ტკივილი ქრებოდა.კატები ამშვიდებენ ნერვულ სისტემას, ხელს უწყობენ არტერიული წნევის დაწევას, აძლიერებენ იმუნურ სისტემას, მკურნალობენ ანთებით დაავადებებს და აშორებენ თავის ტკივილს. ძვლების მოტეხილობის შემთხვევაში, კატის კრუტუნი ყველაზე სწრაფად ახორცებს მათ.