ქალი და მამაკაცი რა ხდება, როდესაც ქალი კაცის მიმართ ზედმეტ ყურადღებას იჩენს 2019, 6 აგვისტო, 12:56 ქალის ზედმეტად აქტიურობა ურთიერთობაში ეს არის დამანგრეველი. ქალებს ეს ხანდახან გვემართება ხოლმე, როდესაც ვინმე შეგვიყვარდება და ის ჩვენს ინტერესს გამოიწვევს, ჩვენ ზედმეტ ყურადღებას ვიჩენთ, ფაქტიურად შემაწუხებელ ყურადღებას. ამ დროს გვავიწყდება, რომ ქალები ვართ, გვავიწყდება თავმოყვარეობა, რომ მამაკაცი მონადირეა.
მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობა რა დონეზეა, უკვე გამოუტყდით თუ არა ერთმანეთს გრძნობებში, შესაძლოა ცოლიც ხართ ან კიდევ ათი შვილიც გყავთ, მიუხედავად ამისა, მამაკაცი არის მონადირე ბუნებით და მას ყოველთვის უნდა შეგრძნება ჰქონდეს, რომ მისი ქალი არ არის ბოლომდე მონადირებული. მიუხედავად ათი ბავშვისა, თუკი ქალს სათანადოდ არ მოექცევი ის შეიძლება ცხოვრებიდან გაგექცეს და უარი თქვას შენს მეწყვილეობაზე. მაგრამ, როგორც ვთქვით ქალებს ესენი გვავიწყდება და სინამდვილეში რა გვემართება. არის ასეთი მაგალითი, რომელსაც გოგონა ყვება საკუთარ თავზე : ერთხელ ერთ ბიჭს მოეწონა, იმის მიუხედავად, რომ გოგონას მაინცდამაინც დიდი ინტერესი არ გააჩნდა მის მიმართ, ამ ბიჭის ბევრი მცდელობის შედეგად, გოგონას თავი შეაყვარა. და სწორედ ამ წუთიდან, როცა გოგონა თავის გრძნობებში გამოუტყდა, მათი ურთიერთობა გადასხვაფერდა. დროთა განმავლობაში გოგონა გახდა უფრო აქტიური ურთიერთობაში. თავად გაუვიდა სახლში მანქანით, თავად ურეკავდა, გოგო ჩუქნიდა საჩუქრებს და ანებივრებდა. პატარა კამათის შემდეგ პირველი ეს გოგო ურიგდებოდა, ასე რომ, ერთი სიტყვით როლები გაიცვალა. საბოლოო ჯამში ამ ურთიერთობიდან არაფერი გამოვიდა. იმიტომ, რომ მამაკაცი კარგავს ყველანაირ ინტერესს. რაც უფრო გოგო აქტიურია და დომინანტი ურთიერთობაში, მით უფრო ნაკლებღია ინტერესი მამაკაცის მხრიდან. რჩევა ქალბატონებს _ გაიხსენე ყოველთვის, როდესაც მოგინდება დაურეკო, რომ შენი სურვილები და მზრუნველობა თავს მოახვიო, გაიხსენე ყოველთვის, რომ ამით უფრო ინტერესს კარგავს მამაკაცი ასეთი მანდილოსნის მიმართ. ერთი სიტყვით არიან ქალები ასეთი ხასიათით, რაც არ უნდა სექსუალურად გამოიყურებოდე, რაც არ უნდა მოვლილი იყო, კარგი მეოჯახე და მზარეული იყო, თუკი ამ ქმედებით აბეზრებს პარტნიორს თავს, კაცს ეკარგება ინტერესები. ყოველთვის იყავით ამოუცნობი წიგნივით, იყავით საინტერესოები და კრეატიულები. რას ამბობს თქვენი თვალის ფერი თქვენზე? 9 რამ, რაც შეხედვიდან 1-10 წამში ქალებს ყურადღებიდან არ გამოეპარებათ მამაკაცებში
1361 შეფასება არ არის
|