მოვლენები საშინლად ლამაზები: 6 არასტანდარტული გარეგნობის მოდელი 2019, 5 აგვისტო, 20:36 ![]() ამ მოდელების გარეგნობა სილამაზის ინდუსტრიის ფარგლებში არ ჯდება, მაგრამ მოდის სახლები მათ ხელში ჩაგდებას ყველანაირად ცდილობენ. სრულყოფილი სახეების დრო დასრულდა, ატიპიური ლამაზმანების დრო დგება. ყველა ჩვენგანს აქვს წარმოდგენა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნამდვილი სუპერმოდელი. ალბათ, ორიგინალურები არ ვიქნებით თუკი ყველა, ერთხმად სილამაზის აღიარებულ სტანდარტებს - 90 /60 /90 მემილიონეჯერ, კიდევ ერთხელ გავიმეორებთ. თუმცა, მაღალი მოდის სამყაროს სრულიად განსხვავებული მოთხოვნები აქვს: აქ, ინდივიდუალურობა და უნიკალურობა უფრო მეტად ფასდება. სილამაზის ინდუსტრიის გურუები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გამორჩეული სახეების ძიებაში არიან. რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, "არასტანდარტულობის" ნიშნით ეს გოგონები, "მოკვეთილი" არა მაღალი მოდის წარმომადგენლების, არამედ "ნაცრისფერი" საზოგადოების მხრიდან აღმოჩნდნენ. თუმცა, მათი უნიკალურობა ირწმუნეს, მათ დაუჯერეს და თოთოეულ მათგანში, სწორედ ის განუმეორებელი შტრიხი იპოვეს, რაც წლებია, უკვე მათ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა.ვინი ჰარლოუ![]() კელი მიტენდორფი![]() ბრუნეტ მოფი![]() ტეს ჰოლიდეი![]() დიანდრა ფორესტი![]() დაფნა გრენეველდი![]() 265 1-ს მოსწონს |