x
image
alex999
საშიში წყლებით გამორჩეული 5 იდუმალი მდინარე

დღევანდელ სტატიაში დედამიწის ყველაზე საინტერესო და იდუმალ მდინარეებზე ვისაუბრებთ. თუ გაინტერესებთ ამ ცნობილი მდინარეების შესახებ დეტალები, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ჩვენი სტატია.


image









კანო კრისტალესი - 5 ფერის მდინარე

image


კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტადან 170 კილომეტრის მოშორებით მდებარე მდინარე კანო კრისტალესი უნიკალური სილამაზით მნახველი ყურადღებას მარტივად იპყრობს. 100 კილომეტრის მანძილზე განლაგებული მდინარე და ჩანჩქერები უიშვითეს სილმაზეს გვთავაზობს, წელიწადის რამოდენიმე თვეში მდინარე ცისარტყელის ფერებს იღებს. 5 ფერის მდინარის სახელწოდების კანო კრისტელსს ადგილობრივები სამოთხის წყლებს უწოდებენ. სინამდვილეში ეს უბრალოდ ივლისიდან ნოემბრამდე მიმდინარე ბუნებრივ-ბიოლოგიური ფენომენია. ხუთფეროვანი მდინარე, სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება. კანო კრისტალესი, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული. მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და შავი ფიგურირებს. წყალს წითელ შეფერილობას ენდემური მცენარის მაკარენია კლავიხერას სიჭარბე აძლევს. მაკარენია კლავიხერა წლის მხოლოდ სპეციფიკურ დროს – წვიმიან და მშრალ პერიოდებს შორის ატკბობს თვალს თავისი ულამაზესი შეფერილობით – ღია ვარდისფერიდან მუქ წითლამდე, დაჩრდილულ ადგილებში ის მომწვანო ფერსაც იძენს და მზის სხივების, მდინარის ქვიშისა და გარემო პირობების გავლენით ზოგან მოლურჯო, მონარინჯისფრო და მოყვითალო შეფერილობისაც არის. მცენარეს თავისი სილამაზის დემონსტრირებისთვის საჭირო დონის წყლის ნაკადები და მზის სხივები ესაჭიროება, ეს კი მხოლოდ სექტემბრიდან ნოემბრამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. იანვრიდან მაისამდე მდინარე ტურისტებისთვის დაკეტილია, რათა ეკოლოგიური წონასწორობა მაქსიმალურად იქნას შენარჩუნებული. სამწუხაროდ ამ ულამაზეს მდინარეში საკვები ნივთიერებების და წყალმცენარეების არყოფნიდან გამომდინარე თევზები ვერ ხარობენ.







მდინარე ციტარიუმი

image


ეს არის საყოფაცხოვრებო ნაგვის მდინარე, რომელიც ყველაზე ბინძურია მთელ მსოფლიოში. ინდონეზიის ჯავას პროვინციაში მდებარე ციტარიუმის მდინარეში ძალიან დიდი რაოდენობის ქიმიური და მომწამლავი ნივთიერებაა, ამიტომ ამ მდინარის თევზის ჭამაც აკრძალულია.







მდინარე განჯი

image


განჯი ინდოეთის ყველაზე დიდი მდინარეა. ადგილობრივი რწმენის თანახმად, ვინც ამ მდინარეში იბანავებს, სულიერად განიწმინდება. მდინარესთან ახლომცხოვრები ინდუსები, მიცვალებულებს ამ მდინარის სანაპიროზე წვავენ და ფერფლს განჯში უშვებენ. მეცნიერების ჩატარებული კვლევის თანახმად, აღმოჩნდა, რომ მდინარე განჯი ძალიან ბევრ მომწამლავ ნივთიერებას შეიცავს.







მდინარე ამაზონი


image


ალბათ ყველამ იცით მსოფლიოს ყველაზე უცნაური, საშიში და იდუმალი მდინარის შესახებ, დიახ ეს მდინარე ამაზონია, რომელიც ამაზონის უღრან ტყეებში მიედინება. ამ მდინარეში თითქმის ყოველდღე ადგილობრივი ან ველური ტომის წარმომადგენელი კვდება. მიზეზი კი მდინარეში მობინადრე არსებებია: ანაკონდა, პითონი, ნიანგი, პირანია და კიდევ უნიკალური თევზის სახეობა, რომელიც ადამიანს სისხლს უწამლავს.






მდინარე კონგო

image


"აფრიკის სიბნელის გული" -ასე ეძახიან აფრიკელები კონტინენტის რიგით ყველაზე დიდ მეორე მდინარეს(ნილოსის შემდეგ), 3 000 კილომეტრიან მდინარეს ზემოდან მცენარეების საფარი ალამაზებს, თუმცა ეს უფრო საშიშ ხდის კონგოს. ლეგენდის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნიანგის სახეობა ამ მდინარეში სახლობს, ასევე არსებული თეორიები გვიმტკიცებენ, რომ დაახლოებით 20 მეტრის სიგრძის ანაკონდა ასევე მდინარე კონგოს მკვიდრია.














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

















<<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>



რეინკარნაციის რეალური ისტორია - ტიტუ

image




5 დაუჯერებელი ვიზუალის ბავშვი, რომლებიც ნამდვილად არსებობენ!

image




მსოფლიოს ყველაზე პოპულარული 10 თვითმკვლელობის ადგილი

image




ყველაზე შოკისმომგვრელი აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან

image




ვარსკვლავების თამამი განცხადებები პირველი სექსის შესახებ...

image




15 უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიო ისტორიაში

image




5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ

image








0
1037
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1037
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0