ფოტოგრაფია უბერებელი სიყვარულის ისტორიები ფოტოსესიაში 2019, 2 აგვისტო, 15:06 პოსტში წარმოგიდგენთ ერთ-ერთ საინტერესო ფოტოგრაფს, სუჯატა სეტიას, რომელმაც თავისი კარიერა დაიწყო ოჯახური ფოტოსესიების გაკეთებით. საბოლოოდ, შეამჩნია რომ ხალხი მასთან ძირითადად ფოტოების გადასაღებად მიდიოდნენ მეუღლეებსა და ბავშვებთან ერთად. ფოტოგრაფი აცხადებს რომ მისთვის არასოდეს უთხოვიათ ფოტოსესია ბებიებთან და ბაბუებთან, ან თუნდაც მშობლებთან ერთად. ამიტომაც ფოტოგრაფმა თავისი სამუშაო გრაფიკი ორ ნაწილად გაყო, პირველ ნაწილში ის უღებდა ფოტოებს კლიენტებს ისე როგორც მათ სურდათ, ხოლო მეორე ნაწილში კი თავად საკუთარი სურვილით. უმეტესწილად იგი მოდელებად იწვევდა ბებია-ბაბუებს და დიდ ბებია-ბაბუებს ფოტოსესიისთვის. ამ ფოტოსერიაში კი მსურს წარმოგიდგინოთ ფოტოგრაფისეული ხედვა უბერებელი სიყვარულის მიმართ... 66 1-ს მოსწონს
|