სხვა მსოფლიოს 15 ულამაზესი, ტრადიციული საქორწილო ჩაცმულობა 2019, 1 აგვისტო, 20:43 ![]() ეს ნამდვილი ხელოვნებაა!მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ყველა პატარძალმა კარგად იცის, რომ კაბა - წმინდათა წმინდაა. ბევრ ქვეყანაში საქორწილო ჩაცმულობის - ფერი, ფორმა, ორნამენტი და სხვა არაერთი დეტალი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციის საუკეთესო ამსახველია. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ტრადიციული ელემენტებით შექმნილი სამოსი, თანამედროვე დიზაინერების ყველაზე ექსტრავაგანტურ "ქმნილებასაც" კი ჩრდილავს.ნახეთ რა სილამაზეა!1. ინდოეთი![]() ინდური ტრადიციის თანახმად, საქორწინო ცერმონიისთვის პატარძლები ძირითადად, ვარდისფერ ან წითელ კაბებს ირჩევენ. ქვეყნის ჩრდილოეთში, გათხოვილ ქალებს, შუბლის შუაგულში წითელი წერტილით განასხვავებენ.2. ნიგერია![]() ნიგერია- აფრიკის კონტინენტზე ყველაზე უხვად დასახლებული ქვეყანაა, სადაც დაახლოებით 250 - მდე ერი ცხოვრობს, რომელიც 500- ზე მეტ ენაზე საუბრობს. ამიტომ, საქორწინო ცერემონიის ვიზუალური მხარე კონკრეტულ რეგიონზეა დამოკიდებული. თუმცა, ნიგერიელი პატარძლები უპირატესობას, ძირითადად ნათელ ფერებს ანიჭებენ, თავზე კი ტრადიციულ თავსაბურავს - "გელეს" ირგებენ.3. განა![]() განაში ტრადიციული ქორწილები ყოველთვის საკმაოდ "მყვირალა" და ხმაურიანია, საგულისხმოა, რომ ყოველი ოჯახი ამ საპასუხისმგებლო დღისთვის საგანგებოდ ემზადება და სადღესასწაულო კოსტიუმისთვის განსაკუთრებულ, საკუთარ ორნამენტს ირჩევს, რომლითაც ნეფე - პატარძლის სამოსელს ქარგავს.4. მონღოლეთი![]() რაც შეეხება მონღოლეთს, აქ, ახალდაქორწინებული წყვილი ამ მნიშვნელოვანი დღისთვის ტრადიციულ სამოსს - "დელის" ირჩევს, "დელი" - ნაქარგიან სამოსელს წარმოადგენს, რომელიც უძველესი დროიდან მონღოლებსა და სხვა ცენტრალური აზიის მომთაბარე ტომებში საკმაოდ გავრცელებულ კოსტიუმად ითვლება.5. იაპონია![]() ტრადიციულ იაპონურ ქორწილში პატარძალი ყოველთვის სადა, თეთრ - კიმონოშია გამოწყობილი, ეს ფერი ქვეყანაში ერთგვარ, სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოდ ითვლება.6. ყაზახეთი![]() ყაზახურ ქორწილში პატარძალი ტრადიციისამებრ, სპეციალურ თავსაბურავს ატარებს, რომელსაც "საუკელე" ჰქვია, ოჯახი ქალიშვილებს მას, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან უმზადებს.7. შოტლანდია![]() ტრადიციის მიხედვით, შოტლანდიელი მამაკაცი ქორწილში საგვარეულო კილტს იცვამს. ცერემონიის შემდეგ, კი პატარძალი, საკუთარი მეუღლის საგვარეულო მოსასხამს, მხრებზე მის ოჯახში შესვლის ნიშნად იხვევს.8. უკრაინა![]() გუცული - ერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის კარპატებში ცხოვრობდა. მათი საქორწინო სამოსი საკმაოდ ფერადია, ხოლო თავად ქორწილი - ცეკვების, კონკურსებისა და მთელი რიგი სახალისო გათამაშებების ერთ მთლიანობას წარმოადგენს.9. რუმინეთი![]() ტრანსილვანიის ჩრდილო - დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, ქორწილის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნიათ. ქორწინება ნეფე - პატარძლის მშობლების მიერ იგეგმება და ის, მთელ რიგ რიტუალურ ღონისძიებებს მოიცავს.10. კოსოვო![]() ფოტო, რომელიც გორას რეგიონს ეკუთვნის, კოსოვოსა და მაკედონიას შორის მდებარეობს, სადაც კულტურა, ისლამს წარმართულ ელემენტებთან აერთიანებს. საქორწინო ცერემონიაზე პატარძალი თეთრ რაშზე ამხედრებული მარტო მიდის, რის შემდეგაც, ის მთელს ოჯახთან ერთად, მეუღლის მეზობლების მოსანახულებლად მიემართება.11. ჩინეთიჩინეთში წითელი ფერი წარმატებასთან ასოცირდება და ლეგენდის მიხედვით, ის ბოროტ სულებს აფრთხობს, ამიტომ ტრადიციულ ჩინურ სამოსში ეს ფერი პრაქტიკულად ყოველთვის დომინირებს.12. ფილიპინები![]() ეს კუნძულ ბასილანის ადგილობრივი პატარძალია. ალბათ, გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით რომ შეუღლებისას წყვილი 2 ქორწილს იხდის, ერთს ისლამურს, მეორეს კი - წარმართულს. ქორწილს უმრავლეს შემთხვევაში შეყვარებულების მშობლები გეგმავენ, ხოლო ნეფე - პატარძალი მხოლოდ საკუთარი სახეების მოხატვით არის დაკავებული.13. უნგრეთი![]() უნგრული, ტრადიციული საქორწილო ჩაცმულობა სამი ფერის ყვავილებიანი, დაქარგული კაბისგან შედგება, რომლის ქვეშაც პატარძალი რამდენიმე სახეობის ქვედაბოლოს ატარებს, თავზე კი ფერად თავსაბურავს ირგებს.14. ნორვეგია![]() ნორვგიაში, ტრადიციულ საქორწილო სამოსს "ბუნადს" უწოდებენ. მას ასევე, ნათლობისას ან სხვა მნიშვნელოვანი მოვლენების დროს იცვამენ. პატარძალი საქორწინო ცერემონიაზე სპეციალური გვირგვინით ცხადდება..15. პერუ![]() ტრადიციული ანდესის საქორწილო კაბები - მკვეთრი ფერებითა და საგანგებოდ, მისთვის შექმნილი ორნამენტებიანი, "ფოჩებიანი" ქუდით გამოირჩევა. ამ მნიშვნელოვან დღეს, პატარძლისთვის სპეციალური - ქვედაბოლო, ხოლო სიძისთვის კი - პონჩო იკერება.1104 შეფასება არ არის |