საქართველო სამარცხვინო რეალობა 2012, 27 ივლისი, 11:35 ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურას, იყიდება საქართველო, თავის დროზე ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა, ეს პრობლემა კი სამწუხაროდ დღესაც აქტუალური რჩება.
ერთ მშვენიერ საღამოს ბათუმის ქუჩებში სეირნობისას წინ ორი ხანში შესული მამაკაცი შემხვდა, ერთ-ერთი ეტყობოდა რომ ადგილობრივი მცხვრები იყო, ის თავის გულისტკივილს გამოთქვამდა თავის მეგობართან: თუ რაიმე ბიძნესია, სასტუმროებით დაწყებული პატარა მარკეტებით დამთავრებული ყველაფერი თურქების საკუთრებაა, საღამოობით რესტორნებში რომ შეხვიდე 60% უცხოელია, ერთობიენ დროს ატარებენ, ჩვენ კი ქართველები მათ ვემსახურებით, თურქული მუსიკები და თურქული წარწერები ხომ აღარავის უკვირს უკვე, მე არ მინდა ასეთ ბათუმში ცხოვრება სინანულით თქვა მან.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, აზერბაიჯანი გვედავება, მინისტრის თქმით, თურმე ოდესღაც მათი საკუთრება ყოფილა, მაინტერესებს როდის საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე რომ იყო მაშინ???
ჩვენი სათაყვანებელი ვარძია, რომელსაც ათასობით და ათიათასობით ქართველი მნახველი ჰყავს სომხებმა ისტორიის წიგნში ვარძუნიკად მოიხსენიეს, ალბათ მათაც რაიმე აქვთ ჩაფიქრებული.
ასეთ საქართველოში ცხოვრება სირცხვილია, როცა გარშემო ყველა მეზობელი ცდილობს შენგან რაიმე წაიღოს. მაინტერესებს მკითხველის შეფასება. 433 11-ს მოსწონს 1-ს არა
|