Kanye West-მა წარმოუდგენელი დიზაინის თავშესაფრების მშენებლობა დაიწყო სოციალურ კლასებს შორის ბარიერების დასანგრევად
![Kanye West-მა წარმოუდგენელი დიზაინის
თავშესაფრების მშენებლობა დაიწყო
სოციალურ კლასებს შორის ბარიერების
დასანგრევად image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080110161515570.png)
Kanye West-მა, Calabasas-ში, თავის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, ყველაზე განსხვავებული დიზაინის შენობების მშენებლობა დაიწყო.
მისი თქმით, 1214 კვადრატულ მეტრზე გაშენებული კონსტრუქცია უსახლკაროთა თავშესაფარია და მისი აშენება სოციალურ კლასებს შორის არსებული ბარიერების დანგრევას შეუწყობს ხელს.
მიწა, რომელზედაც მშენებლობა მიმდინარეობს, 2014 წელს შეიძინეს Kanye West-მა და მისმა მეუღლემ, კიმ კარდაშიანმა. ამჟამად მშენებარე ობიექტების მაქსიმალური სიმაღლე 50 ფუტია და ჯერჯერობით მხოლოდ ხის კონსტრუქციებია აშენებული.
პროექტის დიზაინი პირველყოფილი ადამიანების საცხოვრებლებთან მიახლობულია.
![Kanye West-მა წარმოუდგენელი დიზაინის
თავშესაფრების მშენებლობა დაიწყო
სოციალურ კლასებს შორის ბარიერების
დასანგრევად image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080110402915570.png)
Zack O'Malley, ჟურნალ Forbes -ში წერს, რომ აღნიშნული აშენებული კონსტრუქციები უზარმაზარ ჩონჩხებს ჰგვანან. ისინი ათობით მეტრის სიმაღლისანი არიან და მათ წინაშე ულამაზესი, მზიანი ხედი იშლება.
![Kanye West-მა წარმოუდგენელი დიზაინის
თავშესაფრების მშენებლობა დაიწყო
სოციალურ კლასებს შორის ბარიერების
დასანგრევად image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201908/2019080110544815570.png)
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დასრულდება მშენებლობა, ან როგორი წესით მოხდება საცხოვრებელი ფართების გადანაწილება უსახლკაროთათვის.