სხვა ფოტოები, რომლებსაც გვერდს ემოციების გარეშე ვერ აუვლით 2019, 1 აგვისტო, 10:53 ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, წარმატებული კადრის წყალობით მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში.
დღეს პრობლემას აღარ წარმოადგენს ნებისმიერ თემაზე ნახოთ სახალისო ფოტო, რადგან მსგავსი თემებით არაერთ კრებულს წავაწყდებით ინტერნეტში. დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ ფოტოკრებული, რომლის თითოეულ ფოტოს გვერდს ვერ აუვლით ოვაციებისა და სხვადასხვაგვარი ემოციების გარეშე, მათგან ზოგი თქვენს ღიმილს გამოიწვევს, ზოგი კი დაგაფიქრებთ და გაგიჩენთ კითხვას - "ნუთუ ეს შესაძლებელია, კი, მაგრამ როგორ"? ფოტოკრებული თქვენი განწყობისთვისიხილეთ აგრეთვე: ორშაბათი მძიმე დღეა- სახალისო ფოტოკრებული დღეს მათი დღე ნამდვილად არ იყო ფოტოებზე აღბეჭდილი წარუმატებელი მომენტები, რომლებიც გაგახალისებთ ფოტოები, რომლებიც ბინძურ ფიქრებს გვაიძულებენ კი, მაგრამ როგორ?! - წარმოუდგენელი ფოტოკრებული "დიზაინერის" თვალით დანახული ამაყი ადამიანები- სახალისო ფოტოკრებული 6068 9-ს მოსწონს
|