ქალი ქალებს, რომლებიც "პომადას" მოიხმარდნენ მკრეხელად იყვნენ შერაცხულნი - ტუჩსაცხის ისტორია 2019, 31 ივლისი, 23:16 ისტორიკოსთა ცნობით, ისეთი სახის მქონე კოსმეტიკური საცხი, როგორიცაა ტუჩსაცხი, პირველად ჯერ კიდევ 5 000 წლის წინ გამოიყენებდა მესოპოტამიაში მცხოვრები ქალები.
დროთა განმავლობაში იგი მესოპოტამიიდან გავრცელებული იქნა ძველ ეგვიპტეში, ეგვიპტიდან კი ძველ საბერძნეთსა და რომში. რიგი ისტორიული წყაროები იუწყებიან, რომ როდესაც ქიმიის ხანის დასაწყისში ტუჩსაცხებს ძირითადად კარაქისაგან, ფუტკრის ცვილისაგან, ყურძნის კანისაგან და სხვადასხვა სახეობის მცენარეების ფესვებისგან ამზადებდნენ. რის გემოც ერთობ ტკბილი, ხოლო სურნელი არომატული ყოფილა.
მოგვიანებით, ანუ ქიმიის განვითარებასთან ერთად ტუჩსაცხის ქიმიური შემადგენლობაც შეიცვალა, თუმცა კი, შეიცვალა ერთობ შხამიანი პიგმენტებით, შედეგად პომადის მომხმარებელი, მრავალი ადამიანი მოიწამლა, ზოგ შემთხვევაში კი პომადის შხამიანი პიგმენტური შემადგენლობა მრავალთათვის ფატალური შედეგით დასრულდა, სწორედ ამ მიზეზით მოუწოდებდა მანდილოსნებს II III საუკუნეებში მოღვაწე, ბერძნული წარმომავლობის მქონე, დიდი ძველი რომაელი ექიმი კლავდიუს კალენოსი მაქსიმალურად შეეკავებინათ თავი ტუჩსაცხის მომზადებისგან.
ის კი არა და ძველ რომში ტუჩსაცხის წინააღმდეგ ნამდვილი ნადირობა იქნა გაჩაღებული, მიუხედავად იმისა, რომაელი ქალები ყურადაც არ იღებდნენ არც ექიმის ჩარევას და არც სახელმწიფო პოლიტიკას მის წინააღმდეგ.
ისინი მზად იყვნენ სილამაზისთვის თავი გაეწირათ, აღნიშნულ კოსმეტიკურ საცხს შუა საუკუნეებში შუა საუკუნეებში ბრძოლა გამოუცხადა კათოლიკურმა ეკლესიამ. ქალებს, რომლებიც ტუჩსაცხს მოიხმარდნენ მკრეხელად იყვნენ შერაცხულნი. ქიმიის განვითარებასთან ერთად შეიცვალა ტუჩსაცხის შემადგენლობაც. თუ ადრეულ ეპოქებში, შხამიანი პიგმენტებისგან მზადდებოდა, დღეისთვის მისი შემადგენლობა აბსოლიტურად უსაფრთხოა. ცნობილია, რომ ტუჩსაცხს, იმისთვის რომ ტუჩები არ გაეყინოთ ამოიყენებენ როგორც ალპინისტი ქალები ასევე მამაკაცებიც. ნეკრონომიკონი - აკრძალული წიგნი, რომლის წაკითხვას ადამიანი ფსიქიურ აშლილობამდე მიჰყავს საქართველოში წვერ-ულვაშის კონკურსი პირველად ჩატარდა
გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გამოაცხადა ქართული ყურძნის ჯიშები მარსზე.
104 1-ს მოსწონს
|