კულტურა ადამიანებმა ამ ქვეყნის შესახებ ძალიან ცოტა რამ იციან... - საინტერესო ფაქტები პაკისტანის შესახებ 2019, 9 სექტემბერი, 13:46 ოფიციალურად პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. მსოფლიოს მეექვსე ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანაა, სადაც მოსახლეობა 200 მილიონ ადამიანზე მეტია. ფართობის მიხედვით არის 36-ე უდიდესი ქვეყანა მსოფლიოში, ფართობი მოიცავს 881 913 კმ²-ს. პაკისტანს აქვს 1046 კმ სანაპირო ხაზი არაბეთის ზღვისა და სამხრეთში ომანის ყურის გასწვრივ, აღმოსავლეთით ესაზღვრება ინდოეთს, დასავლეთით ავღანეთს, სამხრეთ-დასავლეთით ირანს და უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით, შესაბამისად, ჩინეთს. იგი გამოეყოფა ტაჯიკეთს ავღანეთის ვიწრო ვახანის დერეფნით ჩრდილოეთში და ასევე იყოფს საზღვაო საზღვარს ომანთან. პაკისტანი უნიკალურია მუსლიმურ ქვეყნებს შორის იმით, რომ იგი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც შეიქმნა ისლამის სახელით (ისლამისთვის). პაკისტანი მსოფლიოში მეექვსეა შეიარაღებული ძალების სიმძლავრით, რომელიც ასევე ბირთვული ძალაა, ასევე სამხრეთ აზიაში მეორე და მუსლიმურ სამყაროში ერთადერთი დეკლარირებული ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოა. ქვეყნის დედაქალაქია - ისლამაბადი. ჩაცმის სტილი - პაკისტანის ეროვნული ტანსაცმელი როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის Salwae Kameez -ის სახელწოდებითაა ცნობილი. ქალებს უფრო ფართე ჩასაცმელები აქვს და ისიც სხვადასხვა ფერებში, რაც შეეხება მამაკაცებს, ისინი მხოლოდ ორი ფერის ეროვნულ სამოსს ატარებენ - თეთრი და შავი. გარდა ამისა, პაკისტანელი ქალები სილამაზეს და სამკაულებს ძალიან დიდ უპირატესობას ანიჭებენ. ცეკვა - ტრადიციულად, ქვეყანში ორი ცეკვის სტილი არსებობს, ესენია: გიდა და ხუმარი. გიდას ცეკვის მიხედვით, მონაწილეები დოლზე დაკვრის ნაცვლად ტაშს უკრავენ და ამავდროულად მღერიან ქმარზე, მარტოობასა და სიდერდრზე. რაც შეეხება მეორე ტრადიციულ ცეკვას, ხუმარი ძირითადად მამაკცების ცეკვაა, რომელსაც უფრო ქორწილებში ახორციელებენ. აქლემის დალაქი - ერთ-ერთი უნცაური რიტუალი პაკისტანში, რომელიც წლებია გრძელდება, არის აქლემების დალაქობა. პაკისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სინდის რეგიონში სპეციალურად აქლემებისთვის გამოყოფილია ბაზარი, სადაც მათი ბეწვების შეჭრა-გალამაზება ხდება. ამ პროცესისთვის საჭიროა 4 საათი. მეგობრობა თურქეთთან - პაკისტანის სახელმწიფო მჭირდო მეგობრულ კავშირშია ჩვენ მეზობელ თურქეთთან. უამრავი თურქი ინვესტორი პაკისტანში ბიზნესს აწარმოებს, ქვეყნებს შორის შეიარაღებული მეგობრობის რამოდენიმე ხელშეკრულება არსებობს, გარდა ამისა ეკონომიკურადაც ერთამენთთს ხშირად ეხმარებიან. ავტომობილები - პაკისტანში ჩასვლისთანავე თქვენს ყურადღებას მიიპყრობს უცნაურად შეკაზმული ავტომობილები, რომელიც ქვეყნის კულტურის ერთ-ერთი მაჩვენებელია. ძირითადად სამარშრუტო ტაქსებს და ავტობუსებს ალამაზებენ. ქორწინება - სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, პაკისტანში უცნაური წესებია. დედოფლის მხარე ვალდებულია, ბევრი ძვირფასეულობა მიიტონას ნეფის სახლში, ეს კანონითაც დაშვებულია. ამიტომ ქვეყანაში მცხოვრები ღარიბი მამაკცები ცდილობენ მდიდარი ქალების გულის დაპყრობას, რათა სიღარიბეს თავი დააღწიონ. ქვეყანაში ქორწილი 4-5-6 დღით გრძელდება. პირველი დღე ტრადიციულად "ჰენა"-ს ღამეა(მუსლიმური საქორწინო ტრადიცია), მეორე დღეს რელიგიური რიტუალი ტარდება, ხოლო დანარჩენ დღეებში როგორც ყველგან... "დალევა, ჭამა, ცეკვა და ისევ დალევა"... მუსიკა და მუსიკალური ინსტრუმენტები - პაკისტანი მუსიკაში ცოტა კოჭლობს. არ ჰყავთ არც პოპულარული მომღერალი და არც სურვილია დიდი იმისა, რომ ქვეყანაში ვინმე მომღერალი გახდეს. უფრო ინდურ სტილს მისდევენ ამ განხრით და ხშირად შესაძლოა პაკისტანური სიმღერა ინდურში აგერიოთ. რაც შეეხება მუსიკალურ ინსტრუმენტებს, პაკისტანში ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტი საჰნაა, რომელიც თანამედროვე კლარნეტის მაგვარია. კულინარია - პაკისტანი კულინარიის მხრივ მრავალფეროვანია. ცოტა ინდურ სუფრასაც ჰგავს, მაგრამ მაინც უნიკალურია. ქვეყანაში ძირითადად ეროვნულ საჭმელებს მიირთმევენ. ეკონომიკა - ქვეყნის ეკონომიკა სოფლის მეურნეობის საშუალოებით გამყარდა. პაკისტანში კარგად მუშავდება შაქარი, ბრინჯი, ბამბა და ხორბალი. გარდა ამისა, ქიმიური ნივთიერებების წარმოებაშიც საკმაოდ პოპულარულია. პაკისტანის სამხედრო არმია - სხვადასხვა სამხედრო ანალიტიკის გვერდების თანახმად, პაკისტანი ხშირად ხვდება მსოფლიოს უძლიერეს 10 სახელმწიფოს შორის. ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 16 წლიდან იწყება, თუმცა ცხელ წერტილებში მონაწილეობა 18 წლამდე აკრძალულია. ფეხბურთის ბურთი - შესაძლოა დღემდე არ იცოდით, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ პაკისტანი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საფეხბურთო ბურთის წარმოებაში. წელიწადში საშუალოდ 40-60 მილიონი ბურთი ზუსტად ამ ქვეყანაში მზადდება. ტურიზმი - პაკისტანს მსოფლიო სხვა თვალით უყურებს, უმეტესობის აზრით, ქვეყანა ჩაკეტილი და უხალისოდ გამოიყურება. თუმცა ფოტოგრაფმა, სახელად არონ ჰეიმ პაკისტანში გატარებული რამოდენიმე დღით მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. როგორც თავად ამბობს, ის კარგად ერთობოდა საცეკვაო კლუბებში, კმაყოფილი დარჩა სასტუმრო მომსახურეობით და მომავალშიც აუცილებლად ესტუმრება. მადლობა ყურადღებისთვის!
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! <<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>5 ბუნებრივი ხმაური, რომელსაც ადამიანის დაყრუება შეუძლია! 5 განსაკუთრებული ზომის სატვირთო მანქანა, რომელიც გაოცებულს დაგტოვებთ გადარჩენილი კაცობრიობა: მინოსის აფეთქება! ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( X ნაწილი) უცნაური, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ძლიერ სასარგებლო რჩევები კარგია, რომ საქართველოში ვცხოვრობთ და არა ამ ქვეყანაში! ყველაზე შოკისმომგვრელი აკრძალვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ანტარქტიკის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი უცნაური ობიექტები... 11161 7-ს მოსწონს
|