პარამეცნიერებები ნეკრონომიკონი - აკრძალული წიგნი, რომლის წაკითხვას ადამიანი ფსიქიკურ აშლილობამდე მიჰყავს 2019, 31 ივლისი, 16:55 ნეკრონომიკონი საკმაოდ ცნობილი აკრძალული წიგნის სახელია, რომელიც არაერთ ფილმში გვხვდება. ამ წიგნის ისტორია დიდად არ არის ცნობილი, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იგი აკრძალულია და მისი ეგზემპლარების შოვნა ძალიან ძნელია, ორიგინალზე, ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
მოვლენები, რომელიც ჰოვარდ ლაფსკრაფტის წიგნში ვითარდება გითრევს და ამავე დროს გაშინებს. მიუხედავად მათი მისტიურობისა, გამოგონილი ხანდახან რეალურად გვეჩვენება. უამრავმა მისტიურმა ისტორიამ დამარხეს სიმართლე იმის შესახებ, რომ ნეკრონომიკონი არ არსებობდა. აკრძალული წიგნის ავტორია არანორმალური აბდულა არხაზრები. წიგნი დაიწერა 730 წელს. დამასკოში შეიქმნა რამდენიმე ახალი თარგმანი. ითვლება, რომ ამ დროისთვის დედანი დაკარგული იყო. ერთ ერთი ლათინური ასლი მოხვდა ვატიკანში, სადაც ოფიციალურად აიკრძალა 1232 წელს. რომის პაპი, გრიგოლ 9 ს მიერ. მეორე ასლი კი მოხვდა ინგლისელ მეცნიერთან. რომლისგანაც კიდევ ერთი ასლი გააკეთა და გადათარგმნა ინგლისურად. ეს თარგმანი არ შეინახა და ჩვენამდე მხოლოდ ნაწყვეტებად მოაღწია. თუ ლაფკრაფტის შემოქმედებას დავუჯერებთ ნეკრონომიკონის ასლები ინახება ბრიტანეთის მუზეუმში, საფრანგეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ასევე ჰარვარდის ბიბლიოთეკაში. წიგნის შინაარსზე თითქმის არაფერი ვიცით. აღწერა გვაუწყებს, რომ მისი წაკითხვა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ჯანმრთელობისთვისაც სახიფათოა. ძირფესვიანად მისმა გამოკვლევამ კი შეიძლება ჭკუიდან შეგვშალოს. აკრძალული წიგნის გვერდებზე დაწერილია ყველანაირი რიტუალი, თუ შელოცვა ასევე დემონების აღწერა, გასაკვირი არაა, რომ ნეკრონომიკონმა დიდი რეზონანსი გამოიწვია კულტურაში, ის ნახსენებია სხვა ავტორების წიგნებში, ფილმებსა და სიმღერებში, შეიქმნა რამდენიმე მისტიფიკაცია, რომელიც აქამდე ითვლება ნეკრონომიკონად. ალ ჰაზრეთის დაბადების თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ დაახლოებით ვარაუდობენ 655 წელს. გადმოცემით, როდესაც დედამისი უდაბნოში მიჰყვებოდა ქარავანს, რათა ენახა საქმრო და გაჰყოლოდა ცოლად. სწორედ მაშინ გადაეყარა ჯინი და დააორსულა, დაიბადა აბდულა. ღვთის მოსავი ქალი ყოფილა, მაგრამ ეს ფაქტი აბათილებდა მის სიწმინდეს. ღამის წყვდიადში ამ სულებმა მას შეასწავლეს ნეკრომანტია და მიიყვანეს იქამდე, რომ მან აღმოაჩინა მიტოვებული გამოქვაბულები და მაღაროები, რომლებიც ღრმად ჩადიოდნენ მიწაში, მან უარი თქვა რწმენაზე და დაიწყო თაყვანისცემა უძველესი ტიტანებისა, რომელთაც აღმერთებდნენ უდაბნოს სულები, მან დაიწყო გიჟური ძიება, რათა აღედგინა საკუთარი სხეულის დასახიჩრებუდი და მოკვეთილი ნაწილები, იმისთვის, რომ ტრიუმფით დაბრუნებულიყო უკან და პრინცესა გამოეცხადებინა თავის ცოლად.
ცხოველები და მათი ნაშიერები, რომელია ყველაზე მზრუნველი? მსოფლიოს 10 ყველაზე შთამბეჭდავი ჭერი
ტოპ 10 ბონსაი, ჯუჯა ხეები, რომელთა ჯიშის გამოყვანას ათწლეულები სჭირდწბა.
ფოტოგრაფი, რომელიც თელავის ხედებს ულამაზესად იღებს 697 შეფასება არ არის
|