ტენდენციები 5 უახლესი ტენდენცია მოდის სამყაროში, რომელიც ბევრმა ჩვენგანმა აქტიურად აიტაცა 2019, 31 ივლისი, 15:31 1. დღესდღეობით, საკმაოდ პოპულარულია ჭიპის ფორმის ცვლილება პლასტიკური ოპერაციის მეშვეობით. ჩვეულებრივმა გოგონებმა აღნიშნული “ტრენდი" მას შემდეგ აიტაცეს, რაც გაირკვა, რომ ისეთი ოვალური ჭიპის ფორმის ქონა, როგორიც მხოლოდ მოდელებს აქვთ, სილამაზედ მიიჩნევა.
2. მეორე ტენდენცია, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ე.წ. სველი მაკიაჟია. აღნიშნულ მაკიაჟს “ჰაილაითერის" მეშვეობით იკეთებენ. კერძოდ, მას ისვამენ სახისა და კისრის მიდამოებში, რათა კანმა იბზინოს და სისველის შთაბეჭდილება დატოვოს.
3. ფერადი თმები დიდი ხანია პოპულარულია, თუმცა ბოლო დროს უმეტესწილად იასამნისფერთმიან გოგონებს წააწყდებით. აღნიშნულის მიზეზი ის გახლავთ, რომ იასამნისფერი უხდება ყველანაირ ვარცხნილობას და იგი განსაკუთრებულად შთამბეჭდავად გამოიყურება. 4. იყო დრო, როდესაც გოგონები ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ჭორფლების დაფარვას. თუმცა დღეს, ჭორფლიანი სახე იმდენად პოპულარულია, რომ საზღვარგარეთ, ბევრი გოგონა ჭორფლის ფორმის ტატუსაც კი იკეთებს. 5. ეს საკმაოდ უჩვეულო “ტრენდი" საზღვარგარეთ საკმაოდ პოპულარულია და იგი აუცილებლად სპეციალისტთან უნდა გაიკეთოთ. აღნიშნული პირსინგი, რომელსაც ძირითადად დაქორწინებული ქალები იკეთებენ შემდეგი ხერხით მაგრდება: კერძოდ, სპეციალისტი ჭრის კანს, ჭრილში დებს ტიტანის ფირფიტას, რომელზეც მიმაგრებულია ბრილიანტის თვალი. 196 შეფასება არ არის
|