სხვა 12 წლის გოგონა ვიზაჟისტობით უკვე მილიონებს შოულობს - და ოცნების მანქანაც შეიძინა 2019, 30 ივლისი, 18:10
აი, რა არის მისი მთავარი საიდუმლო!
გახსოვთ, როდის შეიძინეთ თქვენი პირველი ავტომანქანა? სავარაუდოდ, ეს არც 15 ან 20 წლის ასაკში იქნებოდა... ხოლო ტაილანდელმა გოგონამ, რომელსაც წელს, მხოლოდ 12 წელი შეუსრულდა საკუთარ თავს დაბადების დღეზე არც მეტი, არც ნაკლები ახალი მოდელის "BMW" უსახსოვრა. 12 წლის ასაკში მას უკვე გამომუშავებული იმაზე მეტი თანხა აქვს, რაც ზოგიერთ სრულწლოვანს სიზმარშიც კი არ დაესიზმრება.
ამ შრომისმოყვარე, ნიჭიერ გოგონას საბანკო ანგარიში იმის საშუალებას აძლევს, რომ ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს, სრულ ფუფუნებასა და კომფორტში. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 7 წლის ასაკში პირველად, ნატანანმა მაკიაჟის ხელოვნების მიმართ საოცარი ინტერესი გამოავლინა.
მას შემდეგ, გოგონა სისტემატურად პროფესიონალური ვიზაჟის კურსებს ესწრებოდა, ბევრს კითხულობდა, სწავლობდა, სიახლეებს გამუდმებით ეცნობოდა. დროთა განმავლობაში, დაგროვილი ცოდნა საკუთარი შეხედულებების ერთ საერთო მონახაზად აქცია და მომავალი ვიზაჟისტებისთვის სახელმძღვანელოც გამოუშვა, რომელიც მოკლე დროში, ვიზაჟისტთა ვიწრო წრეში, საკმაოდ პოპულარული გახდა.
2017 წელს გოგონა პრესამ შეამჩნია, ხოლო 2018 - ში კი, ის უკვე ლონდონის მოდის კვირეულზე სამუშაოდ, ოფიციალურად მიიწვიეს.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ ვიზაჟისტთა შორის, რომლებიც წლის ერთ - ერთ მნიშვნელოვან, მოდურ ღონისძიებაზე მუშაობდნენ, ნატანანი ასაკით ყველაზე პატარა იყო. ალბათ, გაგიკვირდებათ თუკი გეტყვით, რომ გოგონა იმ პერიოდისთვის მხოლოდ 11 წლის იყო. ასეთი პატარა ასაკის მიუხედავად, ის უკვე პროფესიონალი ვიზაჟისტია.
და აი, თავის დაბადების დღეს მან საკუთარ თავს, საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა და პირველი, ოცნების მანქანაც საკუთარი სახსრებით შეიძინა.
საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ნატანანს თავის დაბადების დღეს, არც მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისა და "მიმდევრების" შესახებ დავიწყებია: "საკუთარ თავს დაბადების დღეს ვულოცავ, წელს 12 წელი შემისრულდა. ყველაფრისთვის რაც გამაჩნია ძალიან მადლიერი ვარ და მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თაყვანისმცემელს, იმ თანადგომისა და მხარდაჭერისთვის რასაც მათგან ყოველდღიურად ვგრძნობ. მადლობა ყველაფრისთვის, საუკეთესო სურვილებით", - დაწერა გოგონამ სოციალურ ქსელში.
|