x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაზე სექსუალური ბებია, რომელსაც შვილიშვილების გარდა, საუთარი თავიც უყვარს

image


ყოველთვის, როცა ჩვენს ბებიებზე ვფიქრობთ, ალბათ, ყველა ჩვენგანს თვალწინ, ხანდაზმული ქალბატონის კეთილი სახება წარმოგვიდგება, რომელიც ერთ კუთხეში მოკალათებული დროს ქსოვაში საათობით ატარებს, რათა საყვარელი შვილიშვილები ზამთრის ცივ დღეებში, საკუთარი ხელით, შექმნილი სამოსით გაათბოს. მომხიბვლელი ქალბატონი სახელად ზაკლინა, რომელიც ერთი შვილის დედა და ორი შვილიშვილის ბებიაა, საკუთარ მაგალითზე უკვე წლებია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სტერეოტიპებია. ალბათ, არასწორი იქნება, თუკი მას მსოფლიოს ყველაზე სექსუალური ბებიის ტიტულს არ მივანიჭებთ. სოციალური ქსელის საშუალებით მომხიბვლელი ბებია საკუთარი თაყვანისმცემლების წინაშე თავს ახალგაზრდული კანით, გლუვი და მბზინვარე თმით, იდეალური გარდერობითა და შესანიშნავი ფიზიკური ფორმით იწონებს. გაგიკვირდებათ და, მას სულ ცოტა ხსნის წინ 52 წელი შეუსრულდა. მსოფლიოს ყველაზე "ცხელი" ბებია სერბეთში დაიბადა, თუმცა დღესდღეობით, ცხოვრებას ის იტალიაში ამჯობინებს, სადაც სამეფო ცხოვრების წესს საკუთარ თავზე იდეალურად ირგებს. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ნებისმიერ ასაკში შესაძლებელია ერთდროულად ბედნიერიც და მიმზიდველიც იყო, და ამას ჩვენი ბებია ყველაზე ნათლად ამტკიცებს. მისი ცხოვრების ერთ - ერთ მთავარი მოტივი სხვა ქალბატონების შთაგონება და "მათი, მიძინებული, "ველური" მხარის გაღვიძებაა".


imageimageimageimageimageimageimage










0
552
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
552