x
image
alex999
ტიტანიკის კატასტროფიდან გადარჩენილი მამაკაცის მტკიცებით, გემის ჩაძირვა სხვა რამ გამოიწვია!

ტიტანიკის კატასტროფის შესახებ უამრავი ადამიანია ინფორმირებული, ალბათ 10 წლის ბავშვსაც რომ ჰკითხოთ, ისიც გიპასუხებთ ჩაძირვის მიზეზს. ყველამ იცის, რომ გემი აისბერგს დაეჯახა. თუმცა არსებობს უამრავი თეორია, ერთ-ერთის მიხედვით გემის ჩაძირვის უმთარესი მიზეზი გემზე მომხდარი აფეთქება იყო. წარმოგიდგენთ დეტალებს...

image








25 წლის სომეხმა ჟურნალისტმა, ბრუიატ ვაგინაკმა გადაწყვიტა ტიტანიკით მოგზაურობის დეტალები დღიურში აეღწერა.



ვაგინაკის მამა ცნობილი სომეხი მწერალი იყო. შვილიც მამის კვალს მისდევდა და ერთად ქმნიდნენ საინტერესო ნაწარმოებებს. 1912 წელს ვაგინაკს სურდა აშშ-ში გამგზავრება, რათა წიგნები ნიო იორკში წარედგინა, მაგრამ ჯანმრთელობის უმნიშვნელო პრობლემების გამო, ვერ მოახერხა აშშ-ში გამგზავრება. მცირე პერიოდის შემდეგ, მან შეაგროვა ყველა საჭირო საბუთი და თურქეთის ქალაქ სტამბულიდან, აღმოსავლეთის ექსპრესის მატარებლის საშუალებით გაემგზავრა საფრანგეთის ქალაქ ლე ავრში. ამ უკანასკნელიდან მალევე ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონის პორტში გადავიდა, საიდანაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გემით, ტიტანიკით მოუწევდა აშშ-ში ჩასვლა....


image





ვაგინაკი 804 ნომრიან კაბინაში მოთავსდება, მასთან ერთად ასევე 3 მგზავრი იმყოფებოდა: 2 ინგლისელი და ერთი ფრანგი. ფრანგს მორენი ერქვა, ის და ვაგინაკი ძალიან მალევე დამეგობრდნენ, ვინაიდან ორივე კარგად საუბრობდნენ ფრანგულად. ასე გრძელდებოდა რამოდენიმე დღე, ვაგინაკი დღიურს ყოველდღიურად ავსებდა, თუმცა 14 აპრილს შუაღამისას ყველასთვის მოულოდნელად გემზე დიდი აფეთქება მოხდა, რამაც მგზავრები ძლიერ პანიკაში ჩააგდო. ვაგინაკის ჩანაწერების მიხედვით, ის და თავის კაბინის მეგობრები საწოლიდან ძირს გადმოცვივდნენ და ყველამ მიიიღო უმნიშვნელო ჭრილობა თავის არეში. ჟურნალისტი და მისი მეგობრები გემბანზე გავიდნენ, ვაგინაკმა აიღო თავის პასპორტი და საფულე, რომელშიც 54 დოლარი ჰქონდა. არავინ იცოდა რა ხდებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი წუთი გახდა საჭირო იმისთვის, რომ ყველა მიმხვდარიყო გემის ჩაძირვას, რომელიც მაგ მომენტისთვის ყველასთვის უცნობი მიზეზიდან გამომდინარე ხდებოდა...


image





მორენმა და ვაგინაკმა გადაწყვიტეს ნავში ჩასხდომა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გემის ჩაძირვის ალბათობა ძალიან მცირე იყო, ნავების რაოდენობაც არ იყო ამდენი ხალხის გადაყვანისთვის საკმარისი. მხოლოდ ქალების და ბავშვების გადაყვანა ხდებოდა ნავების საშუალებით. მეგობრებმა გადაწყვიტეს სასიცოცხლო ჟილეტებით წყალში გადახტომა, ამის საშუალებით გადარჩენის შანსი ძალიან დიდი იყო, თუმცა ტალღება ისინი ერთმანეთს დააშორა. თითოეული საათი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ვაგინაკის სიცოცხლისთვის, მან გადმოხტომის დროს ასევე დაკარგა ჟილეტი...


image





ვაგინაკი ნელ-ნელა კარგავდა ხელებსა და კიდურებზე გრძნობას, ზუსტად ამ მომენტში გამოჩნდა ნავი, მაგრამ ნავზე ის არ აიყვანეს რადგან, გადაჭარბებული სიმძიმის გამო შესაძლოა ნავი ჩაძირულიყო.



image





ამის შემდეგ რაც მოხდა, ნამდვილი სასწაული იყო, გონებადაკარგულმა ჟურნალისტმა როდესაც თვალები გაახილა, უკვე ნიუ იორკისკენ მიმავალ გემში იმყოფებოდა. 12 დღის შემდეგ გადარჩენილი ვაგინაკი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ასევე აღმოჩნდა გემიდან გადარჩენილი ქალბატონი, რომელმაც სრულიად შემთხვევით იპოვა და გადასცა ვაგინაკს საფულე, სადაც ჩანაწერების რვეული, პასპორტი და 54 დოლარი ედო. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ვაგინაკმა თავის დაწერილი ნაწარმოები ნიუ იორკში წარადგინა. ტიტანიკის ჩანაწერებზეც უამრავი საინტერესო დეტალი იყო აღბეჭდილი, თუმცა საუბარი საერთოდ არ ყოფილა აისბერგთან შეჯახებაზე.


image




ჟურნალისტის ჩანაწერებმა ისტორიკოსები და მკვლევარები კიდევ ერთხელ დააბნია. წარმოიქმნა კიდევ ერთი თეორია, რომლის მიხედვითაც გემზე დიდი აფეთქება მოხდა, რამაც გამოიწვია გემის ჩაძირვა.ამ თეორიის შესახებ აქამდე ჟურნალისთმა სენან მოლონიმ ისაუბრა. ის 30 წლის მანძილზე იკვლევდა გემის ჩაძირვის მიზეზებს. მისი მტკიცებით, გემზე მომხდარი აფეთქება ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო, აფეთქების შემდეგ, გემი აისბერგს შეეჯახა და ამის შემდეგ გემის გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო...


image






შეგახსენებთ, რომ ტიტანიკი იყო ოლიმპიკის კლასის ინგლისური ლაინერი. XX საუკუნის დასაწყისისთვის უდიდესი სამგზავრო გემი. ფლობდა კომპანია White Star Line, აშენდა გემთსაშენში Harland and Wolff, ბელფასტში, ჩრდილოეთ ირლანდიაში. ტიტანიკი 1912 წლის 10 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა. ვიდრე დასავლეთისკენ გაეშურებოდა, გზაზე შერბურსა (საფრანგეთი) და კვინსტაუნში შეიარა და მგზავრები აიყვანა. გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, 22:40-ზე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1, 517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2, 223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ აღმოჩნდა. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი. (ვიკიპედია)

image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!




















>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<



ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( IX ნაწილი)

image





ანტარქტიკის ყინულების ქვეშ აღმოჩენილი უცნაური ობიექტები...

image





გადარჩენილი კაცობრიობა: NORAD -ის კომპიუტერული ჩიპის ხარვეზი!

image





დაკარგულ ქალაქში აღმოჩენილია ახალი ეკოსისტემა, რომელშიც უამრავი "გადაშენებული" არსება აღმოაჩინეს!

image





სად გაქრა ტიტანიკის ტრაგედიის გვამები?

image


0
1805
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1805
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0