x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დედოფლისწყაროს სოფელ არბოშიკში კვირიკობა აღნიშნეს
image


28 ივლისს კვირიკობის დღესასწაულზე ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრი კაპანაძემ წირვა აღასრულა სოფელ არბოშიკის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარში. კვირიკობას ამ სოფელში ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ.


წირვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მერის მოადგილე დავით ფხოველიშვილი და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. წირვის შემდეგ ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსმა დიმიტრიმ პანაშვიდი გადაუხადა ტაძრის ეზოში განსვენებულ მიტროპოლიტ გიორგის.


არბოშიკი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შედის. თემის ცენტრი მდებარეობს მდინარე უზუნდარასხევის სათავესთან, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. დედოფლისწყაროდან დაშორებულია 23 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1138 ადამიანი.



არბოშიკზე ასეთი თქმულებაა: ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს გზად არბოშიკზე გაუვლია. მოხიბლულა მისი სილამაზითა და სიმდიდრით. ეს რა სოფელიაო, უკითხავს მეფეს: კითხვაზე მის მხლებლებს უპასუხიათ, სახელი არ ვიცით მეფეო, მაგრამ „ერბოში კი“ ცურავენო ე.ი. შეძლებულად ცხოვრობენო. დროთა განმავლობაში „ე“ ასოს ასიმილაცია განუცდია და „ა“-თი შეცვლილა. ასე დარქმევია ამ ძველისძველ სოფელს არბოშიკი.


imageimage

image

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0