სისხლის სამართალი ბრიტანელი გოგონა, რომელიც ამტკიცებდა, რომ 12-მა მოზარდმა გააუპატიურა, დააკავეს 2019, 28 ივლისი, 15:59
ბრიტანელი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი გახდა დააკავეს, ხოლო 12 ებრაელი მოზარდი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს. ეს დრამატული ამბავი კურორტ აია-ნაპეში(კვიპროსი) მოხდა, 7 ბრალდებულს დღეს გაანთავისუფლებს პოლიცია.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრიტანელმა გოგონამ, რომლის სახელიც არ ხმაურდება, ცრუ ჩვენება მისცა პოლიციას.
კვიპროსელმა სამართლადამცავებმა დაადასტურეს, რომ ბრიტანელი გოგონა დააკავეს გაუპატიურების შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდების გამო, გოგონა ორშაბათს წარდგება სასამართლოს წინაშე.
როგორც ცნობილი გახდა 19 წლის გოგონა აია-ნაპესნაპეში სასტუმრო Pambos-ში(ქვემოთ ფოტოზე) ნაცნობ ბიჭთან ერთად ნომერში გამოიკეტა, რომელთანაც ინტიმური კავშირი დაამყარა, თუმცა შემდეგ გოგონამ განაცხადა, რომ მოზარდების ჯგუფი შემოუვარდა ნომერში და ჯგუფურად გააუპატიურეს, თვითონ გოგონა ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ერთ ბიჭთან ჰქონდა ურთიერთთანხმობის საფუძველზე სექსი. პოლიციამ 12 მოზარდი დააკავა, პირველად სამართალდამცავებს მაშინ გაუჩნდათ ეჭვი, როდესაც გოგონა კიდევ ერთხელ დაკითხეს და დნმ-ს ანალიზი აიღეს, ამას ისიც დაემატა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბიჭმა დაამტკიცა საკუთარი უდანაშაულობა, წარადგინა ალიბი მეგობარ გოგონასთან გადაღებულ სელფით.
ყოველივე ამის შემდეგ 19 წლის გოგონა გამოტყდა, რომ იცრუა. "რის დამტკიცებაც, მინდოდა...კვიპროსში არ მომხდარა გაუპატიურება"-განაცხადა ადვოკატმა ნირ იასროვიჩმა-"ახალგაზრდები კვიპროსში დასასვენებლად ჩამოვიდნენ, რომელიც კოშმარად ექცათ, დღეს ისინი სახლში გამეგზავრებიან და საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდებიან."
2013 წელს ასევე დიდ ბრიტანეთში დააკავეს 22 წლის ელიზაბეტ ჯონსი, რომელიც 13 წლის ასაკიდან გაიძახოდა, რომ გააუპატიურეს, გოგონამ 11-ჯერ შეიტანა პოლიციაში განცხადება გაუპატიურების შესახებ და 11-ივე ცრუ გამოდგა.
1075 4-ს მოსწონს
|