x
image
Teklamaisuraze
მსოფლიოში ძვირადღირებული მანქანების ათეული

image

10 ადგილი

Zenvo ST1

image


მისი ღირებულებაა 1 200 000 დოლარი. მწარმოებელი ქვეყანა დანია. ეს მანქანა 6.8 ლიტრი v8 ტიპის ძრავიანი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი სუპერქარია. მისი სიმძლავრე 1904 ცხენის ძალაა.

9 ადგილი

Ferrari La Ferrari

image


მისი ღირებულება 1 400 000 დოლარია. ერთ ერთი ყველაზე ლამაზი სუპერქარი. მისი წონა 1270 კგ. - ია. რისი წყალობითაც 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარება 3 წამში შეუძლია. ძრავის სიმძლავრე 950 ცხენის ძალაა.

8 ადგილი

Pagann huayra

image


image

ეს სახელი huayra ქარის ღმერთის საპატივცემულოდ დაერქვა, როგორც ჩანს ამართლებს კიდეც სახელს. მან სატესტო ტრეკზე 3 წამით აჯობა ისეთ მანქანას როგორიცაა ბუგატი ვეირონი. მანქანის ფასი 1 400 000 დოლარია. მას 6 ლიტრიანი v 12 ტიპის ძრავი აქვს.


7 ადგილი

Aston Martin one 77

image


რიცხვი 77 ნიშნავს, რომ ამ მანქანის მხოლოდ 77 ერთეული შეიქმნა. მაგრამ ნუ იჩქარებთ, ყველა მათგანი გაყიდულია. მისი ღირებულება 1 400 000 დოლარია. მანქანა მთლიანად ალუმინის კორპუსისგან შედგება, რაც მის წონას საგრძნობლად ამცირებს. 0 დან 100 კმ/ სთ სიჩქარის აწევას 3.5 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ.

6 ადგილი

Koenigsegg one

image

ერთადერთი მანქანა, რომლის წონა მისივე სიმძლავრის პროპორციულია. 1340 კგ. ანუ 1340 ცხენის ძალა. მისი ღირებულება 2 000 000 დოლარია. ალუმინის კორპუსი, კარბინის ბოჭკოები, კერამიკული მუხრუჭები, ეს მანქანა სწრაფთან ერთად, ყველაზე დახვეწილიცაა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 440 კმ/სთ - ია.


5 ადგილი

Ferrari F60 america

image

ამერიკული ფერარი 60 წლის იუბილის აღსანიშნავად შექმნილი მოდელი, რომელიც მხოლოდ 10 ერთეულია. მისი ღირებულება 2 500 000 დოლარია. F60 ამერიკა 6.2 ლიტრიანი v12 ტიპის ძრავით 3.1 წამში ახორციელებს 100 კმ/სთ - ია.


4 ადგილი

Mansory viviere Bugatti veyron

image

ამ მანქანის ღირებულებაა 3 400 000 დოლარი. მისი მთავარი ღირსშენიშნაობა ბრილიანტით მორთული სალონია. ბუგატის სხვა მოდელებთან შედარებით შეცვლილია მისი კორპუსიც. 1200 ცხენის ძალის ძრავიანი. მას შეუძლია განავითაროს 408 კმ/სთ სიჩქარე.

3 ადგილი

Lykan Hypersport

image

სწორედ ამ მანქანით ასრულებს დომენიკ ტორედო ნახტომს ცათამბჯენიდან ფილმში “ ფორსაჟი 7". მანქანის ღირებულებაა 3 400 000 დოლარი. მაგრამ მიუხედავად ფასისა ის უკვე იკავებს საპატიო ადგილს დუბაის პოლიციის მდიდრულ ავტოფარეხში.

მანქანა 3.7ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი და 0 დან 100 კმ/სთ მდე აჩქარებას 2.8 წამს ანდომებს მისი მაქსიმალური სიჩქარე 390 კმ/სთ--ია.

2 ადგილი

Lamborghini Veneno

image

ვენენო ანუ საწამლავი.ეს მოდელი ლამბორჯინის 50 წლის იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა და მისი ღირებულება 4 500 000 დოლარია. სახელი კი უკვე მეტყველებს მის შესაძლებლობებზეც. დიზაინი იმდენად ფუტულიტურია, რომ ეჭვქვეშ აყენებს მანქანის არსებობას. 6.5 ლიტრიანი v12 ტიპის ძრავით 0 დან 100 კმ /სთ მდე აჩქარებისთვის მხოლოდ 2.9 წამი სჭირდება. მისი სიმძლავრე 740 ცხენის ძალაა.

1 ადგილი

Exelero

ამ მანქანის ღირებულებაა 8 000 000 დოლარი. და დღესდღეისობით ის ყველაზე ძვირადღირებული სუპერქარია რაც ოდესმე შექმნილა. 700 ცხენის ძალის მქონე ძრავის წყალობით 0-დან 100 კმ /სთ მდე აჩქარებას 4.4 წამში ახორციელებს. მანქანამ მზის სინათლე პირველად 2005 წელს იხილა და მალევე მოექცა სელებრითების ყურადღების ცენტრში. პირველი ვინც 8 000 000 დოლარი გადაიხადა, ცნობილი რეპერი ბირდმენი იყო


image

0
266
შეფასება არ არის
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0