x
მეტი
  • 06.10.2024
  • სტატია:137473
  • ვიდეო:351968
  • სურათი:511371
კომპიუტერული თამაშების აქტიური მომხმარებლებისთვის!
კომპიუტერული თამაშები რომ აზარტის სფეროს განეკუთვნება, ამაზე უკვე არავინ დაობს. უფრო მეტიც, ისინი, რომლებიც ამგვარი ვირტუალური გართობის მოყვარულნი არიან, სერიოზულად ხდებიან კომპიუტერზე დამოკიდებულნი.

image...და მაინც კომპიუტერულ თამაშებს მაინც ჰყავს თავისი აქტიური მომხმარებელი. ეს შეიძლება ასაკობრივი მოთხოვნილებაცაა, რადგან აზარტი _ ეს ისეთი რამეა, რასაც ნებისმიერ ადამიანს მეტ-მაკლებად ახასიათებს. ნებისმიერი, მართლაც რომ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფი შინაგანად ატარებს და ვლინდება მაშინ, როცა იწყებენ კომპიუტერული თამაშების მოხმარებას. მაგრამ ესეც დროებითი მოვლენაა და ადრე თუ გვიან ადამიანი ანებენს თავს ან თავისი სურვილით, ან სხვისი დახმარებით ყოველივე ამას.


მაგრამ მაინც, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანთა ასაკობრივ კატეგორიებზე, ეს პრობლემა ყველაზე აქტუალური მაინც მოზარდებშია. პატარა ბავშვები, რომლებიც იბადებიან ჩვენს ტექნოკრატიულ ეპოქაში, გაზრდილი ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და ინფორმაციული რეზერვების სამყაროში, ადვილად ხდებიან კომპიუტერზე დამოკიდებულნი. ბავშვი იზრდება, იდგამს ფეხს, იდგამს ენას და სწავლობს კომპიუტერის მოხმარებას, შესაძლოა პარალელურ რეჟიმშიც კი.


რა სჭირდება ამ შემთხვევაში ბავშვს?



image


ბავშვს სჭირდება გართობა (აზარტი ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იქნება!), რადგან ის სწორედ, ამ გართობაში იმეცნებს სამყაროს და ასე და ამგვარად ვითარდება. თუმცა ხელში გვრჩება კომპიუტერთან მოთამაშე, ან კომპიუტერში მოთამაშე მოზარდი, რომელიც ლამისაა შეძვრეს თამაშში და ვირტუალურ სამყაროში დაიდოს ბინა.
ყოველივე ამას რომ თავი დავანებოთ, ბავშვს და არა მარტო მას, ავიწყდება ვიტალური მოთხოვნილებები, ირღვევა ყოველგვარი ჰიგიენური ნორმა, არაფერს ვამბობ, სულიერ მთხოვნილებებზე _ ესოდენ მნიშვნელობან სულიერ განვითარებას და შინაგანი სამყაროს გაზრდას რომ უწყობს ხელს!


შედეგად რას ვიღებთ?


imageმოზარდს, რომელსაც დღის განმავლობაში ავიწყდება სითხის მიღება, ერღვევა საჭმლის მიღების რეჟიმი, ვერ ახერხებს ძილს, ვერც თავის დროზე და ვერც კომპიუტერულ თამაშებში დახარჯული ენერგიის აღდგენას (ასევე ეწყებათ ნერვული დაძაბულობა).
imageთუ მოახერხებს დაძინებას, ძალიან მძიმედ სძინავთ, სიმშვიდე ეკარგებათ, ხდებიან აგრესიულნი; ხოლო როცა აგრესიასაც ვერ ახშობენ კომპიუტერთან მუშაობით, ეწყებათ სტრესი, რომელიც დეპრესიაში გადადის და ქრონიკულ სახეს იღებს. საბოლოოდ კი სპეციალისტის დახმარება გარდაუვალი ხდება. ფსიქოლოგის ჩარევა და მედიკამენტების მიღება მაშინ შეიძლება აიცილოს ადამიანმა თავიდან, თუ თვითონვე შეჩერდება ერთხელაც... თან ეს "შეჩერება" მას საკუთარ თავს შორიდან დაანახებს და მიხვდება, რომ დღეში 2 სთ-ზე მეტი დრო, რომელსაც კომპიუტერთან თამაშისას ხარჯავს, ძალზედ ბევრია, რომ ეს დრო, ფუჭად იკარდება და რომ მისი გამოყენება სხვა, უფრო პროდუქტიული საქმიანობითაც შეიძლება! თუმდაც, მშვიდი და უშფოთველი ძილი ჰქონდეს ადამიანს.

ადამიანს ხომ სჭირდება ფიზიკური დატვირთვა, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას კუნთების ატროფია დაემართება, გამოიწვევს მხედველობის გაუარესებას, ნეგატიური კომპიუტერული თამაშები ხომ, საერთოდ, ადამიანის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

ასეთია ჩემი თვალით დანახული, თუნდაც საკუთარი დაკვირვებით დანახული კომპიუტერთან მჯდომი, თუნდაც ნახევრად მწოლიარე აზარტული მოთამაშე. ...და მე, როგორც "დამკვირვებელს" კომპიუტერში მოთამაშე პატარა ბავშვისგან მესმის ასეთი ფრაზა: "ნახეთ, რა მაგრად მოვკვდიი?"...

1
297
4-ს მოსწონს
ავტორი:ნარილა
ნარილა
297
  
2012, 27 ივლისი, 0:13
+1000
0 1 1