ჭიდაობა საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონში გაემგზავრა 2012, 26 ივლისი, 21:04
25 ივლისს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ლონდონში ჩარტელური რეისით გაემგზავრა.შეკრაბაზე 35 სპორტსმენი თავისი მწვთნელებითურთ და ექიმებთან ერთად გაემგზავრნენ, მათ ასეე გაყვნენ გულშემატკივრები, მთავრობის და სამინისტროს წევრები.სპორტსმენებს საბალეშიკოდ გაჰყვნენ ცნობილი სახეებიც:მომღერალი გიორგი ხუციშვილი, სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილი, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში ირაკლი ცირეკიძე, 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი მძლეოსნობაში და ახალი ოლიმპიური წონის აწევის რეკორცმენი გიორგი ასანიძე და სხვა მრავალი ცნობილი სახე.აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ოლიმპიადის პარალელურად ლონდონში გაიმართება ქართული დღეები და მასზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, საჭმელები და საერთოდ მთელი ქართული კულტურა, რათქმაუნდა ჩვენი საამაყო ფოლკლორიც იქნება წარმოჩენილი.ჩვენს სპორცმენებს წასვლამდე შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, რომელმაც ისინი დალოცა და უწმინდესმა მათ აჩუქა ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მათ წააბრძანეს ლონდონის თამაშებზე.მათი მფარველი ყოფილიყოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ოლიმპიელებს ასევე შეხვედრა ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტთან. მიხეილ სააკაშვილმა გუნდი გაამხნევა და წარმატებები უსურვა, რის შემდეგაც მათ დადეს ოლიმპიური ფიცი.ჩვენი სპორტსმენები ასპარეზობას 27 ივლისს იწყებენ მშვილდოსნობით, შემდეგ მათ ძიუდოისტები უერთდებიან 28 ივლისიდან.იმედი ვიქონიოთ რომ ეს ოლიმპიადა იქნება წინასთან შედარებით უფრო წარმატებული და ნაყოფიერი, რადგან მასში ბევრი ახალი სახე იღებს მონაწილეობას და ვიმედოვნოთ რომ ისინი დაამტკიცებენ თავიანთ სიძლიერეს და მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ ცოდნას. 52 4-ს მოსწონს
|